ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით დაკავებული ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის, შოთა კახიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას შაქარაშვილის დევნა არ განუხორციელებია.
კახიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი "ტოიოტა ქამრიში" იმყოფებოდა, არ ნიშნავს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.
„სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც ერთი გამოკითხვის ოქმი, არცერთი ვიდეო თუ აუდიო ჩანაწერი, არცერთი სხვა სახის დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილმა ვინმეს მიმართ განახორციელა ძადობა, ან ძალადობის მუქარა, ან თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა. არ არსებობს არცერთი სახის პირდაპირი თუ ირიბი მტკიცებულება, რომელიც დაადაატურებდა, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილს რაიმე სახის შემხებლობა გააჩნდა გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილთან. ვახტანგ ახვლედიანმა მის ბოლო ჩვენებაში მკაფიოდ აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილის მდევრებს შორის ჩემი დასაცავი პირი -ნიკოლოზ რევაზიშვილი არ ყოფილა. რაც შეეხება ბიძის განცხადებებს, მას რაიმე სახის მტკიცებულებითი საფუძველი არ გააჩნია. განვმარტავ, რომ არც დაზარალებულის უფლებამონაცვლის ადვოკატის და არც ბრალდებულის ადვოკატის განცხადებებს არ შეიძლება მტკიცებულებითი ხასიათი ჰქონდეს. რევაზიშვილი არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა, მას არ განუხორციელებია დევნა. ის, რომ ნიკოლოზ რევაზიშვილი "ტოიოტა ქამრიში" იმყოფებოდა, არ ნიშნავს, რომ მან რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა", - განაცხადა კახიძემ.