რამაზ საყვარელიძე - ამბიცია „ევროპულ საქართველოს“ მეტი აქვს, ვიდრე ხმების აღებას მოახერხებს

ბევრი, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“ და სხვა პარტიებს უჭერს მხარს, მათთვის „ევროპული საქართველო“ მიუღებელია, თუკი გაერთიანდებიან და დავუშვათ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატს დააყენებენ, ეს ხმები მაინც დაკარგული იქნება, - ასე შეაფასა პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას, „ევროპული საქართველოს“ მოწოდება ოპოზიციური პარტიებისადმი არჩევნებში საერთო მაჟორიტარი კანდიდატების დაყენებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ამბიცია „ევროპულ საქართველოს“ მეტი აქვს, ვიდრე ხმების აღებას მოახერხებს და ეს განსხვავება მან იცის.

„ამიტომ უნდა, რომ შეთანხმდნენ, „ლელო“ იქნება თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, მას ხმები არ წაართვას. ასეთი მეტნაკლებად ხელოვნური გზა ხმების მოპოვების გამორიცხული არაა, თუმცა ეს შედეგს ვერ მოიტანს. ხმების ჩუქების კომფორტი არცერთს არ აქვს და არცერთს არ სურს, რომ სხვა პარტიას აჩუქოს ხმა. თან გაუგებარია რატომ უნდა აჩუქოს, რადგან გარანტია იმის, რომ პარლამენტში მათ პოლიტიკას გაატარებს, ალბათ არ ექნება. მგონია, რომ ეს მოწოდება უფრო იმისთვისაა გაკეთებული, სათქმელად რომ ჰქონდეს, მარცხიანი თუ იქნება შედეგი, აი, ჩვენ ხო დავიყივლეთ და ახლა თქვენი ბრალიაო. თუკი მოლაპარაკება გინდა, ამისთვის მედია საუკეთესო ვარიანტი არაა. ვფიქრობ, რომ უკვე წაგებული აქვს თამაში, რადგან მედიაში აკეთებს განცხადებას და დეკლარირება უნდა ამ განცხადების. საქმის გაკეთება სხვანაირად ხდება,“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად აუცილებელი პირობაა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, მათ კონსულტაციები ჰქონდათ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან", რომ რეგიონებში საერთო კანდიდატი ჰყოლოდათ, თუმცა მათი პოზიციაა, რომ თბილისს გარეთ, 22 ოლქში საკუთარი კანდიდატი ჰყავდეთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა