ოკუპირებული აფხაზეთის უნივერსიტეტში ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩარიცხეს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „სახელმწიფო უნივერსიტეტის მისაღები კომიტეტის გადაწყვეტილებით“, აფხაზეთის უნივერსიტეტში ყველა აბიტურიენტი უგამოცდოდ ჩაირიცხა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ რექტორზე, ვიქტორ მალანძიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„იმის გამო, რომ ბოლო დროს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია გაუარესდა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აპლიკანტები გამოცდების გარეშე მივიღოთ,“- განაცხადა ვიქტორ მალანძიამ.

მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილების კიდევ ერთი მიზეზი ის გახდა, რომ კარანტინის პირობებში აბიტურიენტები გამოცდებისთვის სათანადოდ ვერ მოემზადნენ.

დე-ფაქტო ხელისუფლების ცნობით, წელს აფხაზეთის უნივერსიტეტში განაცხადი 668 აბიტურიენტმა შეიტანა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა