ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2020

რა პროცესები დაიწყო ოპოზიციაში - რატომ გადიან ვაშაძე-ჩარკვიანი ოპოზიციური კოალიციიდან / “ვაშაძეს აქვს შანსი, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს”

რა საიდუმლოებას ინახავს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი - "სამსახურიდან მოსული სახლში გამუდმებით ტიროდა”

***

რა პროცესები დაიწყო ოპოზიციაში - რატომ გადიან ვაშაძე-ჩარკვიანი ოპოზიციური კოალიციიდან

“ვაშაძე ცალკე რომ გადიოდეს, უფრო მეტი ხმები ექნებოდა, იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რაც ჩარკვიანს არ გააჩნია. გადაწყვეტილება სწორია, ვაშაძეს აქვს შანსი იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს"- ასე აფასებენ ანალიტიკოსები "რეზონანსთან" ოპოზიციური კოალიციიიდან „ძალა ერთობაშია", პარტიების "ახალი საქართველოსა" და "კანონი და სამართალის" ლიდერების გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის გასვლას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა პროცესები დაიწყო ოპოზიციაში - რატომ გადიან ვაშაძე-ჩარკვიანი ოპოზიციური კოალიციიდან / “ვაშაძეს აქვს შანსი, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს”

"კოალიციიდან გასვლისთანავე ვაშაძემ და ჩარკვიანმა საზოგადოებას 27 ივლისს ახალი პოლიტიკური პლატფორმა "სტრატეგია აღმაშენებელი" წარუდგინეს, სადაც მათი თქმით ამ დროისთვის პარტია „კანონი და სამართალი", „ახალი საქართველო" და „სტრატეგია აღმაშენებელის" ექსპერტები ერთიანდებიან. "მივიღეთ გადაწყვეტილება შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა - "სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან "ახალი საქართველო", "კანონი და სამართალი" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. ჩვენი მიზანია, დავამარცხოთ უმუშევრობა, სიღარიბე, გავუმართოთ ხელი პენსიონრებს, დავაბრუნოთ ემიგრანტები ქვეყანაში და სხვა. ამაზე დეტალურად 30 ივლისს ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას გესაუბრებით" - განაცხადა ვაშაძემ”. შერიგების საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ როდესაც საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერია, არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების ცალკ-ცალკე გასვლა უკეთესია, ვიდრე მისი თქმით "უცნაური გაერთიანებიდან". თუ ამას დაპირისპირების სახე მიეცემა, რა თქმა უნდა, კარგი არაა, საზოგადოებაში კარგად არ გამოჩნდება, მაგრამ თავისთავად როდესაც 1%-იანი ბარიერია, არჩევნებზე ცალკ-ცალკე გასვლა ნორმალურად მიმაჩნია, ამიტომაც მგონია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" წევრებს აშკარად აგრძნობინა, რომ ურჩევნია ცალკე გავიდეს, ვიდრე პარტიების ხელმძღვანელებს გამსვლელ ადგილებში თითო-თითო ადგილები დაუტოვოს და თვითონ „ნაცმოძრაობიდან" ვერავინ ვერ შეიყვანოს. თუ ეს „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივაა, ეს გასაგები და ლოგიკურია იმიტომ, რომ ამ პარტიას ურჩევნია, რომ პარლამენტში რაც შეიძლება მეტი ხალხი შეიყვანის და პარლამენტის მუშაობისას თავისი პირობები დააყენოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

"თავის დროზე რომ „ძალა ერთობაშია" ერთიანდებოდა, ეს ჩემთვის უცნაური და გაუგებარი იყო, რისი იმედი ჰქონდათ და რატომ ერთიანდებოდნენ, როცა „ნაციონალური მოძრაობა" თავისი რეიტინგიდან ადგილს ამდენ პარტიას მისცემდა, ეს ალბათ ზღაპარი იქნებოდა, ამიტომ „ნაცმოძრაობა" დღეს უფრო ლოგიკურად იქცევა, ვიდრე მაშინ, როდესაც ეს გაერთიანება შექმნა. ეს რაღაცა გაუგებარი და აბსურდული გაერთიანება იყო და ახლა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება, 1%-იანი ბარიერია და ერთობა არ სჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა წარმატებით გაართმევს თავს, რომ სულ ცოტა 10%-ზე მეტი აიღოს და ამ პროცენტს თუ აიღებს, მას სხვა პარტიის წარმომადგენელი რაში სჭირდება. გაერთიანება „ძალა ერთობაშიას" შედარებით მსხვილი პარტიები, რომლებსაც საზოგადოებაში რეიტინგი და გავლენები გააჩნია, იგივე გიორგი ვაშაძეს აქვს შანსები რომ 1% გადალახოს და მგონია, რომ ის ამ გაერთიანებიდან თამამად ამიტომ გადის და ცდილობს, რომ პოლიტიკური ინტერესები თვითონ განახორციელოს. ვაშაძე თაკო ჩარკვიანს რატომ ეკვრება, არვიცი, იმიტომ, რომ ჩარკვიანი მისთვის ტვირთი უფრო იქნება, ვიდრე რესურსი. მაგრამ, თვითონ უკეთესად იცის რამდენად სჭირდება, ჩარკვიანი აგრესიულობითა და რადიკალურობით გამოირჩევა და როგორც წესი ნებისმიერ გაერთიანებაში დაძაბულობას ქმნის, რაც არჩევნების წინ არავის არ აწყობს. ვაშაძე ცალკე რომ გადიოდეს, უფრო მეტი ხმები ექნებოდა, იმიტომ, რომ საზოგადოების ნაწილს მის მიმართ გარკვეული სიმპატიები გააჩნია, რაც ჩარკვიანს არ გააჩნია, ამიტომ, მგონია, რომ ერთად ყოფნით ხმებს უფრო დაკარგავენ, თუმცა 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში კარგიც კია, რომ ცალკე მეტი პარტია გავიდეს , რადგან ისინი მეტ ამომრჩეველს მიიზიდავს. ქართულ ოცნებას" აწყობს, რომ არჩევნებზე ამომრჩეველი არ მივიდეს, მას ადმინისტრაციული რესურსებიდან გამომდინარე, მკაფიო ამომრჩეველი ჰყავს და ავტობუსებით, ფულით, სიყვარულით, შეშინებით, მუქარით ის მაინც მიიყვანს, მას არ აწყობს, რომ არჩევნებზე ოპოზიციის ამომრჩეველი მივიდეს, ამიტომ „ქართულ ოცნებას" აწყობს შექმნას ის ილუზია, რომ ოპოზიციაში განხეთქილებაა, რათა ამომრჩეველმა ოპოზიციაზე გული აიყაროს. ოპოზიციის ამოცანა კი ისაა, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიიყვანონ, შესაბამისად მათ კარგად უნდა აუხსნან, რომ ეს განხეთქილება და დაპირისპირება კი არაა, არამედ ეს ჩვეულებრივი ნორმალური პოლიტიკური თამაშის წესებია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" დაუდგინა, რომ 1%-იანი ბარიერი შექმნან, ამიტომ დაშლისაკენ მიმავალი პროცესები ცუდი სულაც არაა, ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ, ამაში კარგს უფრო ვცხედავ. ამ არჩევნების მთავარი ამოცანაა, რამდენად მეტი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, თუ ბევრი მივა, "ქართული ოცნება ცოტა ხმებს აიღებს, თუ ცოტა მივა ბევრ ხმას აიღებს, ესაა მარტივი ფორმულა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ქართულ ოცნბებას" ოპოზიციაში დაპირისპირება ცალსახად აწყობს, მთელი მისი ტელევიზიები დღეს ამაზე ილაპარაკებენ, ვინც ცალსახა დაპირისპირებაზე ისაუბრებს, ის ცალსახად „ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს, ვინც ისაუბრებს რომ ეს კარგია, რომ სხვადასხვა ძალები გაჩნდეს, ეს დემოკრატიისკენ მიმართული იქნება, ამიტომ საზოგადოება არ უნდა დაიბნეს და უნდა დაფიქრდეს რა უფრო კარგია, უცნაური გაერთიანება, თუ ყველა პარტიის თავის ამომრჩეველზე მუშაობა" - განაცხადა ზაქარეიშვილმა. ვაშაძისა და ჩარკვიანის კოალიციიდან გასვლას „ნაციონალურ მოძრაობა" ეხმაურება, პარტიის ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია" ერთი იდეის ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზნით შეიქმნა და მისი თქმით, ვინც ამ გაერთიანებიდან წავა, ეს მხოლოდ იმ სუბიექტის თუ პარტიის დანაკარგია და არა გაერთიანების. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიაზე" საუბრისას უჩნდება კითხვა იმის შესახებ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" ახლა გაიგო, რომ ჩხარტიშვილი ვაშაძის პარტიას აფინანსებს, თუ აქამდეც იცოდა. თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცოდა, რომ ვაშაძეს ვანო ჩხარტიშვილი აფინანსებს, ახლა გაიგო თუ კარგა ხანია იცის, ეს საინტერესოა, ბოლო გამოკითხვის შედეგებს თუ შევხედავთ, ვაშაძის პარტიას საკმაოდ კარგი რეიტინგი და რესურსი აქვს, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს. ზოგადად არც „ნაციონალური მოძრაობისთვისაა" მისაღები „ძალა ერთობაშიას ერთ ბლოკად ჩამოყალიბება, იქ არსებობენ, პარტიები, რომლებსაც ჩემი აზრით არ აქვთ შანსი, რომ ის 1%-იანი ბარიერი დაძლიონ, შესაბამისად ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობამ" ამ პარტიებს კუთვნილი მანდატები უნდა გადაულოცოს”, - დასძენს გამოცემა.

“ნაცმოძრაობა" თავისთავად სწორს აკეთებდა, როცა დელიკატურად ცდილობდა, რომ „ძალა ერთობაშია" ჩამოეშორებინა, ხოლო განცხადება კი თავისთავად არასწორია, რადგან გუშინ პარტნიორი იყო და დღეს რაღაცაში ადანაშაულებ, ზოგადად ასეთი მიდგომა არ ვარგა, თორე პრაგმატული თვალსაზრისით, რადგან ერთიანი ოპოზიციური ბლოკი ვერ იქნება, რომელიც ვითარებას შეცვლის, სჯობია, რომ ცალ-ცალკე გამოვიდნენ და ყველამ ის პროცენტი მიიღოს, რა მხარდაჭერაც აქვს. გადაწყვეტილება სწორია, ჩარკვიანს არ ვიცი რა შანსი აქვს, მაგრამ ვაშაძეს აქვს შანსი იმისა, რომ 1%-იანი ბარიერი დაძლიოს. ყველა პარტია ყველაფერს გამოიყენებს იმისათცვის, რომ რეიტინგი აიმაღლოს, „ნაცმოძრაობის" ეს განცხადებაც, რომ თურმე ვაშაძეს ჩხარტიშვილი აფინანსებს, სწორედ მცდელობაა იმისი, რომ მისგან განდეგილი პოლიტიკური ჯგუფი ჩაძიროს და მეტი არაფერი. ქართული ოცნებაც" რა თქმა უნდა გამოიყენებს იმას, რომ ვთქვათ „ძალა ერთობაშია დაიშალა, ოპოზიცია დაქსაქსულია, თუმცა ამისი რეალური შედეგი, რაც შეიძლება „ოცნებამ" მიიღოს, არის ის, რომ მას 50%-იანი არა, მაგრამ ზოგადად პარტიებს შორის პირველი ადგილი გარანტირებული ექნება. ამ პიარით „ოცნება" რაღაც დიდ პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს, რაც აქვს ის ექნება, გამოყენებით გამოიყენებს, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ."- განაცხადა ძაბირაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.

რა საიდუმლოებას ინახავს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი - "სამსახურიდან მოსული სახლში გამუდმებით ტიროდა”

“23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება კვლავ ბურუსით არის მოსული. ჯერჯერობით გამოძიებას არა აქვს კონკრეტული ვერსია გამოკვეთილი თავი მოიკლა თუ არა ბაჩალიაშვილმა, თუ ის მოკლეს და შემდეგ თვითმკვლელობის ვერსიის ინსცენირება მოხდა. დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი სათვალთვალო კამერებისა და აეროგადაღების ჩანაწერებს ელოდებიან. დაცვის მხარე მოითხოვს, რომ მათ აღნიშნული მასალა დაჩქარებული წესით გადასცენ”, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა საიდუმლოებას ინახავს თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი - „სამსახურიდან მოსული სახლში გამუდმებით ტიროდა”

„ადვოკატი ასევე ელოდება, როდის შეისწავლის გამოძიება 23 წლის პროგრამისტის პირად კომპიუტერს. როგორც ირკვევა, კომპიუტერზე პაროლი ამ დრომდე არ არის მოხსნილი. უფლებადამცველი აპირებს თავად ჩართოს სპეციალისტები, რომლებიც შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას და თუ საჭირო იქნა, დახმარებისთვის ამერიკის ფედერალურ სამსახურსაც კი მიმართავს. გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით კი ადამიანი, რომელმაც უთხრა, რომ მისი შვილის კომპიუტერი გახსნა და მას დიდი პრობლემები ჰქონდა, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილია. მე მჭირდება ის პიროვნება. რატომ მითხრა ჯერ კომპიუტერი გავხსენიო, მაგაზე ვმუშაობ ახლაო, შენი გოგო დიდი პრობლემის წინაშე არისო, შარშიაო. ლადო ბაჭულაშვილი არის ეს პიროვნება, აგერ მუშაობს მოადგილედ არის. რატომ მითხრა ასე? რატომ გათიშა ტელეფონი? რატომ გვემასხარავა?“, - აღნიშნავს გამოცემა.

“მეორე დღით ხალხი რომ გამოვიდა, გზა გადაკეტა. ამასობაში, სახელი დამავიწყდა, აქ არ არის, შეიძლება სადღაც სოროშია მანდა, მოდის მეუბნება, ჩვენ ასე ვილაპარაკეთო? მე მეუბნება. მე არ გამომიყვანია, ხალხი მიდგას გვერდში, მოვედი, მეც არ ვიცოდი ასეთი რაღაცეები, მოდი ერთი წუთით მეთქი და არც კი მისმენდა. რა ქენით, იმ კომპიუტერში რა არის მეთქი, გასკდა გული, ლადო არ პასუხობს მეთქი და ვერ გავხსენით კომპიუტერიო. ეგ მინდა გავარკვიო გაიხსნა თუ არ გაიხსნა? თუ არ გაიხსნა რატომ არ მეუბნები?" - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა. მისივე თქმით, ბოლო დროს თამარი სახლში ნაღვლიანი მიდიოდა და ტიროდა. ის არ გამორიცხავს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობამდე სამსახურს მიეყვანა. „ოჯახში არაფერი პრობლემა და დარდი არ ჰქონია. უბრალოდ, მე მკლავს ერთი რამ, სახლში რომ შემოდიოდა ნაღვლიანი, ვეკითხებოდი თამარ, რა დაგემართა, შვილო, თქვი, შეიძლება რამეში დაგეხმარო, მამა ვარ. ტიროდა ბავშვი, არ მეუბნებოდა“, - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა”, - განაგრძობს გამოცემა.

"ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. მისი თქმით, საქმე ისეთმა ორგაანომ უნდა აიღოს, რომელიც კომპენტენტურია და მსგავსი სახის გულგრილობას არ გამოამჟღვანებს. შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მიუხედავად ყველაფრის, მათ წესიერებას მაინც აღარ შევეხეთ. ბატონმა ჯუმბერმა პირდაპირ დააფიქირა და პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეო პოლიციამ , საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, თუნდაც პროკურატურამ, რომელიც უფრო კომპეტენტური და სამართლიანი იქნება“, - განაცხადა ადვოკატმა. პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელიც ბაჩალიაშვილის მამამ დღეს დაასახელა, შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ ის ოჯახს აშანტაჟებდა. უწყებაში ამ ეტაპზე საქმეზე დამატებით კომენტარი არ გაკეთებულა”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო