ამირან გამყრელიძე - ვფიქრობთ, ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ, აღებულია 2500-2700 ნიმუში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ლილოს ბაზრობაზე 6000 ადამიანი მუშაობს და მათი ტესტირება სრულად მოხდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღეის მდგომარეობით ლილოს ბაზრობაზე ჯამში 2500-2700 ნიმუშია აღებული.

„ჩვენ ახლა სრულ სკრინინგს ვაწარმოებთ ყველაზე დიდ ბაზრობაზე, ლილოს ბაზრობაზე. ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე კლასტერი გადაიკვეთა, ეს არის გაჩიანის და კიდევ ერთი ოჯახის კლასტერი. ამიტომ ლილოს ბაზრობა სრულად იკვლევა, დღესაც 700-მდე ნიმუში იქნა აღებული, ერთად აღებულია 2500-2700 ნიმუში და ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში ლილოს ბაზრობა სრულად მოვიცვათ. რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვა ბაზრობებს, მათი კვლევის მიდგომაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა