ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტი 72 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 6 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.

ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 9 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 7 ადამიანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება.

დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 63 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 37 ადამიანი განიკურნა, ორი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა. გარდა ამისა დღესვე ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ე.წ. ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო მოქმედი შეზღუდვები 4 აგვისტომდე გახანგრძლივდა. იზღუდება აფხაზეთ-რუსეთის დე ფაქტო საზღვარზე პირების გადაადგილებაც, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა