ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნად სერგეი შამბას დანიშვნას ხელი მოაწერა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ „თანამდებობას“ 2014 წლიდან მუჰამედ კილბა იკავებდა. თუმცა მიმდინარე წლის 16 იანვარს ის გაათავისუფლეს და 20 იანვრიდან ე.წ. „უშიშროების საბჭოს“ მდივნის მოვალეობას ბესლან კვიცინია ასრულებდა.

სერგეი შამბა 1951 წლის 15 მარტს გუდაუთაში დაიბადა. 1997-2010 წლებში ის აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2010 წლის თებერვლიდან 2011 წლის სექტემბრამდე კი ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა. 2014 წლის დეკემბრიდან შამბა ე.წ. პარლამენტის წევრია. ის 2016 წლის იანვრიდან პარტია „ერთიან აფხაზეთს“ ხელმძღვანელობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს