„თავისუფალი საქართველო“ ხვალ, ქუთაისში პარტიის რეგიონულ ოფისს გახსნის

„ჩვენი პარტია პოლიტიკურ ძალებს თანდათან იკრებს. ხვალ „თავისუფალი საქართველოს“ რეგიონულ ოფისს ქუთაისში გავხსნით, - ამის შესახებ, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა.

კახა კუკავას თქმით, საქართველოში ოლიგარქიული მართველობა საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

„ჩვენს მხარდამჭერებს საშუალება ექნებათ თავიანთი პრობლემები და ქვეყნის გადარჩენის მათეული ხედვა იმერეთის რეგიონულ ოფისში დააფიქსირონ. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ყველა პატრიოტთან ერთად ვიბრძოლოთ საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ივანიშვილის რვაწლიანმა მმართველობამ ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის განვითარებას, არა მილიონერები, არამედ პატრიოტი ადამიანები სჭირდება. სახელმწიფოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს შანსი გამოვიდეს იმ სტაგნაციიდან, რომელსაც წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში განიცდიდა და დღემდე განიცდის. დღეისათვის საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნების“ სიით, დეპუტატის მანდატს 41 ადამიანი ფლობს. უმეტეს მათგანს საპარლამენტო მიკროფონი ერთხელაც კი არ ჩაურთავს, თუმცა, როდესაც მათ ბიზნესს ეხება საქმე, ისინი ძალღონეს არ იშურებენ, დაიცვან საკუთარი ინტერესები, ამომრჩეველი კი, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, დაპირებების გაცემის დროს ახსენდებათ“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

მომავალი თვიდან „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები მხარდამჭერებთან შეხვედრებს ყველა რეგიონში გამართავენ, რომლის დროსაც ამომრჩევლებს პარტიის სამოქმედო პროგრამას გააცნობენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ