დავით ბაქრაძე - გამოვიყენოთ ოქტომბრის არჩევნები და ნორმალური განვითარების გზაზე დავაყენოთ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა

მკაფიოდ ჩანს, რომ ეს უკვე აღარ არის ცალკეული კონგრესმენების აზრი, ეს არის ამერიკის კონგრესში შექმნილი მკაფიო ტენდენცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განუცხადა, რითიც ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრის მიერ აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი მიწერილ წერილს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში კვირა ისე არ გადის, რომ საქართველომ კონგრესიდან მორიგი საგანგაშო სიგნალი არ მიიღოს.

„მკაფიოდ ჩანს ტენდენცია იმის, რომ საქართველო არის აშშ-ის მეგობარი ქვეყანა, მაგრამ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება. ეს არის უაღრესად ცუდი სიგნალი არამხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ არამედ ქვეყნისთვისაც, იმიტომ რომ არსებობს საფრთხე, რომ ხელისუფლების მიერ მიყენებული ზიანი გადავიდეს ქვეყანაზე, რისი მაგალითიც იყო, ბოლო დახმარების აქტში თანხის 15%-იანი შემცირება. გამოსავალი ისე როგორც სხვა პრობლემების მოსაგვარებლად აქაც არის ერთი, გამოვიყენოთ ოქტომბრის არჩევნები ამ ხელისუფლების ჩამოსაშორებლად და ამ ხელისუფლების ჩამოშორებასთან ერთად ისევ ნორმალური განვითარების, სრული პარტნიორობის გზაზე დავაყენოთ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის რამდენიმე წევრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს წერილს უგზავნის, სადაც ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებს და წერს, რომ შეშფოთებულები არიან ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის შემცირებისა და შესაძლო კორუფციის გამო. კონგრესმენების წერილი ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა გაასაჯაროეს.

“როგორც იცით, საქართველომ 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ უდიდესი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკისა და გეოპოლიტიკად უსაფრთხო ურთიერთოებების ტრანსფორმაციისთვის, რათა ამ გზით უზრუნველყო საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისთვის ბაზართან წვდომა, ურთიერთობები თავდაცვის სფეროში და ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. თუმცა მას შემდეგ, რაც 2012 წელს რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი და მისი “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, ქვეყანამ რეგრესი განიცადა. თქვენს კოლეგებთან, ჩერილ ფერნანდესსა და აარონ რუპერტთან საუბრის შემდეგ დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა კერძო საინვესტიციო გარემო, განსაკუთრებით ამერიკული კომპანიებისთვის, მონიტორინგის ქვეშ იყოს, ისევე როგორც საქართველოს მთავრობის მიერ ვალდებულებების შესრულებას დემოკრატიული რეფორმების გაგრძელებისა და ნატოში გაწევრიანების სწრაფვის კუთხით. რადგანაც თქვენ მომავალში გამართავთ შეხვედრებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან, განსაკუთრებით კი გახარიასთან, გთხოვთ, გახსოვდეთ ჩვენი შეშფოთება რიგ საკითხებთან დაკავშირებით: 1. საქართველოს ამჟამინდელი “ქართული ოცნების” მთავრობა, რომელიც რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა მანიპულირებული, ცდილობს ამერიკული ბიზნესმენები ქვეყნიდან გააძევოს. ეს კეთდება რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან ინვესტიციების გასაზრდელად. 2. საქართველოს შავი ზღვის პორტებში აქტივობები საფრთხეს უქმნის ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს, მათ შორის: ამერიკული კომპანიების მიზანმიმართული გაძევების მიზანი საქართველოს რუსული და ჩინური გავლენის შედეგად დაზიანება იყო; 3. ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ არ მიუღია კანონი საარჩევნო რეფორმის შესახებ, რომელსაც 2020 წლის შემოდგომის არჩევნების სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. იმედი გვაქვს, თქვენ და თქვენი გუნდი განიხილავთ ნაბიჯებს, რომელიც ჩვენს ურთიერთობას გაამყარებს და საქართველოს პასუხისმგებლობას დააკისრებს,“ – წერენ კონგრესმენები მაიკ პომპეოს.

წერილი 27 ივლისითაა დათარიღებული და მას ხელს 6 კონგრესმენი აწერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა