გიგლა მიქაუტაძე - ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი გიგლა მიქაუტაძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელის შეტანას ეხმაურება და აცხადებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერება არის გარე ძალების დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს.

„ყველა ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ “ქართულ ოცნებას” პრინციპულად არ სურს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება. ეს არის გარე ძალებისგან მიღებული დავალება, რომელსაც „ქართული ოცნების“ მთავრობა ასრულებს. მინდა, მათ ვუთხრა, რომ ქართველი ხალხი თავის მომავალზე უარს არ იტყვის. მთავრობამ და მისმა სტრუქტურებმა, რომელიც წესით პოლიტიზებული არ უნდა იყოს, საუბარია პროკურატურასა და სხვა ძალოვან უწყებებზე, ხელი შეუშალეს იმას, რომ კონსორციუმს მოეზიდა ფული. ხელის მოწერიდან რამდენიმე კვირით ადრე აბსურდული ბრალდებით, ფულის გათეთრებაზე ინვესტორების წინააღმდეგ დაიწყეს გამოძიება. ამ პირობებში ვადის გაგრძელებაზე საუბარი შეუძლებელია და ვიმედოვნებ, ამ საკითხს არბიტრაჟი გაითვალისწინებს “, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ისინი საქართველოსგან დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025