ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტი 93 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან ვირუსი 10 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის დადგენის პროცესი გრძელდება.

ამჟამად გუდაუთის ცენტრალურ რაიონულ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 14 პაციენტი მკურნალობს, ხოლო 30 ადამიანი სახლში თვითიზოლაციაში იმყოფება. დე ფაქტო რეჟიმის ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში ამ დრომდე კორონავირუსი სულ 81 ადამიანს გამოუვლინდა. მათგან 37 ადამიანი განიკურნა, ორი შემთხვევა კი ლეტალურად დასრულდა.

იხილეთ ვიდეო: ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა