"პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019"- ის დაჯილდოება გაიმართა

ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, "პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2019"- ის გალა დაჯილდოება წელს მესამედ გაიმართა. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები ოთხ საკონსურსო კატეგორიაში. საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის, "მერმისის" კულინარიის ხელოვნების სტუდენტი, ხატია ნადარეიშვილი დასახელდა, ხოლო წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სათავგადავლო ტურიზმის სკოლის პედაგოგმა, არჩილ ცინცაძემ მოიპოვა. 2019 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულების ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიამ" გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნეს პარტნიორად კი ს.ს. "ენერგო- პრო" დასახელდა.

ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აშშ- ის ელჩი კელი დეგნანი, ისარელის ელჩი რან გიდორი, გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე.

საკონკურსო ნომინაციებში ჯილდოს გარდა, სპეციალური პრიზი დააწესა ისრაელის საელჩომ. ისრაელის ელჩის სპეციალური პრიზი გადაეცა ვალენტინა ზიბზიბაძეს, რომელიც კოლეჯ "ფაზისში" დაეუფლა ელექტრიკოსის პროფესიას და მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ასევე, ათასწლეულის ფონდმა მადლობის სიგელით დააჯილდოვდა საზოგადოებრვი კოლეჯი "სპექტრი" გამორჩეული თანამშრომლობისთვის.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენ მიერ სამი წლის წინ ინიცირებულმა კონკურსმა ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველწლიურად იზრდება მონაწილეთა რაოდენობა. პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სფეროში კერძო-საჯარო პარტნიორობის გაძლიერება წარმოადგენს ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, რადგან სწორედ ამ დარგის განვითარება უწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას,"- აღნიშნა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

"გვიხარია, რომ ათასწლეულის ფონდთან ჩვენი საქმიანობით და განათლების სექტორში ინვესტირებით, შევქმენით პარტნიორობის წარმატებული მოდელი, რომელიც საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეეწყოს განათლების სექტორს და პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული,"- განაცხადა ჯილდოს გენერალური სპონსორის გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.

"ეს დღე გახლდათ მნიშვნელოვანი, რომ აღგვენიშნა პროფესიული სწავლების მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ამერიკული მხარე ვამაყობთ იმით, რომ ვართ ამ პროექტის ნაწილი და ხელს ვუწყობთ საქართველოს, განავითაროს პროფესიული სწავლება,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ხელს უწყობს აშშ- ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მდგრადობას. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლის, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნეს- პატრიორების წარმატების ისტორიებს წარმოჩენით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა