ანზორ ბოლქვაძე ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან დაპირისპირებას უარყოფს, თუმცა კლინიკაში ადასტურებენ, რომ თამაზ აბაშიძემ წუხელ თვალის დაზიანებით მიმართა

ხულოს მერის, ვახტანგ ბერიძის კაბინეტში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაშავებულმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ აბაშიძემ წუხელ ხულოს კლინიკას მიმართა. როგორც კლინიკის მენეჯერმა რუსლან აბულაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თამაზ აბაშიძეს დაზიანება თვალის არეში ჰქონდა მიყენებული. მისივე თქმით, სამედიცინო მომსახურების შემდეგ თამაზ აბაშიძემ კლინიკა მალევე დატოვა.

"წუხლ ღამით თამაზ აბაშიძე კლინიკაში მოვიდა, მას მორიგე ექიმმა ჭრილობები დაუმუშავა. დაზიანება თვალბუდის არეში ჰქონდა მიყენებული. მალევე დატოვა კლინიკა",- განაცხადა ხულოს კლინიკის მენეჯერმა რუსლან აბულაძემ.

თავის მხრივ, ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ მის შესახებ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა.

"ღამით მივედი სახლში და ვკითხულობ, თითქოს წუხელ ვიღაც მიცემია ,- სირცხვილია. ვიყავი ტრეინინგზე და მოვედი სახლში. წერეთ ტყუილები, რაც გინდათ. ინცინდენტს არ ვადასტურებ, არ ვყოფილვარ იქ",- განაცხადა ანზორ ბოლქვაძემ.

ხულოს მერი ვახტანგ ბერიძე კი განმარტავს, რომ მის კაბინეტში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

"არანაირ ინფორმაციას არ დავადასტურებ, ეს არის დეზინფორმაცია და თქვენგან მესმის. ანზორ ბოლქვაძე გუშინ ღამით დაბრუნდა და დღეს დილით ღორჯუმში ერთად წავედით. თბილისიდან წუხელ ღამით ჩამოვიდა. არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. თამაზ აბაშიძე ჩვენი გუნდის წევრია", - აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, ხულოს მერიის შენობაში, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ანზორ ბოლქვაძესა და ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს თამაზ აბაშიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გავრცელებული ცნობით, ინციდენტის დროს თამაზ აბაშიძე დაშავდა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა