მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 20-ის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს

2020 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით, საქართველოში სულ 54 ადამიანი დაიკარგა, საიდანაც 34 პოლიციამ იპოვა, 20 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე მიმდინარეობს.

რაც შეეხება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სტატისტიკას ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგულ 54 ადამიანს შორის 18 წლამდე ასაკის 13 პირი იყო. აღნიშნული 13 არასრულწლოვნიდან 10 ნაპოვნია და 3-ის სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.

ამ პერიოდის განმავლობაში 18-დან 24 წლამდე ასაკის 5 ადამიანი დაიკარგა, მათგან 2 ცოცხალი იპოვეს, ორი გარდაცვლილი, არ უპოვიათ ერთი ადამიანი.

იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, დაკარგული 54 ადამიანიდან 25-დან 45 წლამდე ასაკის 16 ადამიანი იყო, 8 იპოვეს, მათგან ერთი გარდაცვლილი.

54 დაკარგულიდან 46-დან 60 წლამდე ასაკის 12 ადამიანი იყო, 5 იპოვეს, მათგან 2 გარდაცვლილი იყო.

მიმდინარე წლის იანვრიდან ივნისის თვის მდგომარეობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული 54 ადამიანიდან 60 წლამდე და უფროსი ასაკის 8 ადამიანი იყო, მათგან ერთი ცოცხალი იპოვეს, სამი - გარდაცვლილი, 4-ის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იანვრიდან ივნისის ჩათვლით დაკარგულ პირთა უმრავლესობა, 51% საქართველოს მოქალაქეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო