სერგი კაპანაძე - დღეს დალოდების რეჟიმს ვასრულებთ, „ნაცმოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე უარი თქვა მაჟორიტარებზე შეთანხმებაზე

„მაჟორიტარების ხმები მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ 30 მაჟორიტარი დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა და ამ ადამიანების ვინაობა უნდა გაირკვეს რაც შეიძლება მალე, რომ მოსახლეობამ შეძლოს სწორი არჩევანის გაკეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე თქვა უარი საერთო კანდიდატებზე.

„ჩვენ დღეს ვასრულებთ დალოდების რეჟიმს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება ყველასთვის ცნობილია. მიგვაჩნია, რომ იყო სრულიად საღი აზრის ფარგლებში გაკეთებული შეთავაზება, რომ გაზრდილიყო შანსი და ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატებით პირველ ტურში გვქონოდა მეტი წარმატება. სამწუხაროა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველანაირი არგუმენტის გარეშე ამაზე უარი თქვა. ეს მათი საქმეა. ჩვენ ამაზე აღარ ვაპირებთ ორშაბათიდან საუბარს. მიგვაჩნია, რომ თუ მანამდე არ მოხდა შეთანხმების მიღწევა, ეს იქნება ჩავლილი ამბავი და ვაპირებთ უკვე, რომ ვკონცენტრირდეთ ჩვენს კამპანიაზე და იმაზე, რა პრობლემებიც გააჩნია მოსახლეობას. ვკონცენტრირდეთ იმაზე, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება და რა უნდა გაკეთდეს შემდეგ უკვე კოალიციური მთავრობის პირობებში. ნებისმიერ შემთხვევაში ორშაბათიდან საარჩევნო კამპანია უნდა დაიწყოს. შეუძლებელია არჩევნებამდე სამი თვით ადრე მოსახლეობამ არ იცოდეს ვის ირჩევს“, - განაცხადა კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა