ნაზი ჯანეზაშვილი - თამარ ღვამიჩავა დაიმალა და მას მოქმედებაში ხელი შეუწყო „კლანმა”

ყველამ ძალიან კარგად ნახა დღეს, რომ თამარ ღვამიჩავა დაიმალა და მას მოქმედებაში ხელი შეუწყო „კლანმა”, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრის, თამარ ღვამიჩავას სხდომაზე არგამოცხადებას.

ჯანეზაშვილის თქმით, თამარ ღვამიჩავა უნდა დაესწროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს და უნდა უპასუხოს დასმულ კითხვებს.

„როდესაც სხდომაზე დავსვი შეკითხვა შესაბამის პირთან, თუ რატომ არ ესწრება თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, მათ მითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ანუ ღვამიჩავას არც კი დაურეკავს, არც კი შეუტყობინებია იუსტიციის საბჭოს შესაბამისი თანამშრომლისთვის იმის შესახებ, თუ რატომ არ ესწრება სხდომას. მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს - ქალბატონო სალომე, თქვენს მიერ ზარზეიმით არჩეული პირი, სხდომებს არ ესწრება. საინტერესოა, რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ ადამიანზე, რომელიც პასუხისმგებლობასაც კი არ იღებს იმაზე, რომ უბრალოდ სხდომებს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს კენჭისყრებში, რისთვისაც ის არის აქ დანიშნული?“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, თამარ ღვამიჩავამ უნდა უპასუხოს კითხვას, აქვს თუ არა ნათესაური კავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ, ირაკლი შენგელიასთან.

„ვინაიდან თამარ ღვამიჩავა არ დაესწრო სხდომას და არ ისურვა ამ თემზე დისკუსიაში შემოსვლა, საჯაროდ მივმართავ კიდევ ერთხელ მას და დავუსვამ შეკითხვას - იცნობს თუ არა იგი ირაკლი შენგელიას? ბოლოს როდის ნახა და აქვს თუ არა მასთან ნათესაური კავშირი? საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ ირაკლი შენგელია არის მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილე, მისი მარჯვენა ხელი და შეიძლება ითქვას, რომ ჩინჩალაძე-მურუსიძეზე არანაკლები ძალაუფლების მქონე პირია სასამართლო სისტემაში”,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი არამოსამართლე წევრი თამარ ღვამიჩავა მისი ოფიციალურად წარდგენის შემდეგ საბჭოს პირველ სხდომას არ დაესწრო. თამარ ღვამიჩავამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე ჩაანაცვლა, რომელმაც აღნიშნული პოსტი 22 ივნისს დატოვა. კანონმდებლობის თანახმად, თამარ ღვამიჩავა არამოსამართლე წევრის პოზიციაზე 4 წლის ვადით იმუშავებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა