ანონსი  1 აგვისტო

1 აგვისტოს, 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის N7) გაიმართება “სამოქალაქო პლატფორმა 20/20”-ს პრეზენტაცია.

ღონისძიებაზე პლატფორმის წევრები წარადგენენ 20/20-ს მიზნებსა და სამოქმედო გეგმას, რაც გულისხმობს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

საკონტაქტო: ვასო ურუშაძე - 599 22 04 46

1 აგვისტოს, 13:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, მისასალმებელი სიტყვით გახსნის ორდღიან სამუშაო შეხვედრას სასამართლო აქტების გამოქვეყნებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკანონმდებლო რეგულირების საკითხებზე.

მის: ბათუმი, სასტუმრო „ჰილტონი“

1 აგვისტოს, 15:00 საათზე, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, პარტიის ბათუმის ფილიალს გახსნის.

მის: ბათუმი, მარჯანიშვილის 2

საკონტაქტო: 555602634

1 აგვისტოს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოში პირველად, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებას განსხვავებულ - ონლაინფორმატში გამართავს. ღონისძიების ტრანსლაცია თსუ-ს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე შედგება.

1 აგვიტოს, 18:00 საათზე, მოძრაობა ,,შემახე ამნისტია’’ აქციას გამართავს რუსთაველის მეტროსთან მოთხოვნით: პარლამენტმა გამოსცეს ამნისტია.

საკონტაქტო: ლექსო კობაიძე - 598549484

1 აგვისტოს, 18:30 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი აჭარის რეგიონში მოღვაწე ადვოკატებთან შეხვედრას გამართავს.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს