აშშ-ის სასამართლომ ბოსტონის აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევის სიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა

აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ბოსტონის აფეთქების მოწყობაში ბრალდებული ჯოხარ ცარნაევისსიკვდილით დასჯის განაჩენი გააუქმა, - ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამი მოსამართლისგან შემდგარმა პანელმა ცარნაევის მიმართ წაყენებული ბრალდებების უმეტესობას დაუჭირა მხარი, თუმცა გასცა განკარგულება ახალი სასამართლო პროცესის შესახებ, რისი საშუალებითაც უნდა დადგინდეს, თუ რა სასჯელი ეკუთვნის ბრალდებულს.

სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა და ცარნაევს „მხეცი“ უწოდა.

„ბოსტონში, მარათონის დროს, ამ ცხოველმა ბევრი ადამიანი მოკლა. სააპელაციო სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი ქვედა ინსტანციაში დააბრუნა. ასე რომ, ისინი ამაზე დიდი ხნის განმავლობაში იკამათებენ. ეს სასაცილოა,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, 2013 წლის 5 აპრილს, ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 260 კი დაშავდა. აღნიშნული აფეთქების მოწყობაში მონაწილეობის გამო, 2015 წელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯოხარ ცარნაევს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ