შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ" ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლობით ჩააბარა, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ბილანიშვილის ადვოკატმა თამარ აბესაძემ განუცხადა. მან ბიურო თავის დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად რამდენიმე წუთის წინ დატოვა.

„შაქარაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილმა 2020 წლის 1-ელ აგვისტოს დნმ-ის ნიმუში ნებაყოფლიბით ჩააბარა საექსპერტო ბიუროს, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ავთანდილ ბილანიშვილს არანაირი შეხება არ აქვს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არც ირიბი და არც პირდაპირი", - აცხადებს აბესაძე.

იხილეთ ვიდეო:გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ავთანდილ ბილანიშვილმა ექსპერტიზის ბიუროში დნმ-ის ნიმუში ჩააბარა

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს