მიხეილ ჩხენკელი ,,სუხიშვილების" ახალი პროექტის კონცერტს დაესწრო და მოცეკვავეებს წარმატებული პრემიერა მიულოცა

ქართულმა ნაციონალურმა ბალეტმა „სუხიშვილები“ საზოგადოებას ახალი პროექტი – „არტეფაქტები“ წარუდგინა. კონცერტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, „არტეფაქტები“ „სუხიშვილების“ პირველი პროექტია პანდემიის შემდეგ. იგი ილიკო სუხიშვილმა დადგა, მუსიკა კი გიორგი გვარჯალაძესთან ერთად დაწერა. კოსტიუმები მოცეკვავეებისათვის ანსამბლის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა თავად შექმნა.

კონცერტის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელებსა და მოცეკვავეებს წარმატებული ჩვენება პირადად მიულოცა და სამინისტროს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

კონცერტი ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა