სამების საკათედრო ტაძარში წირვას არჩილ თალაკვაძე ესწრება

სამების საკათედრო ტაძარში დილიდან წირვა მიმდინარეობს. ტაძარში წირვა-ლოცვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე აღავლენს. ტაძარში იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. მართლმადიდებელი ეკლესია 2 აგვისტოს წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად, უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს.

დღესვე, მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალის დღესაც აღნიშნავს. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს