არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძე სავარაუდოდ, არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მომავალი კარიერა სხვანაირად აქვს წარმოდგენილი

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში საკუთარ კანდიდატურას არ განიხილავს.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სავარაუდოდ, ბახტაძე პროპორციულ სიაში არ იქნება, რადგან სამომავლოდ კარიერა სხვაგვარად აქვს წარმოდგენილი.

„რასაკვირველია, მამუკა ბახტაძეს აქვს დიდი და პოზიტიური გამოცდილება. ის საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. რა თქმა უნდა, საპარლამენტო გუნდისთვის ნამდვილად შენაძენი იქნებოდა მისი პარლამენტში მოსვლა, თუმცა სავარაუდოდ, ის არ იქნება პროპორციულ სიაში, ვინაიდან მას სხვანაირად აქვს მომავალი კარიერა წარმოდგენილი. იცით, ძალიან გამოცდილი და კომპეტენტურია საერთაშორისო ურთიერთობებში. აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებითაც მას დიდი გამოცდილება აქვს და ვფიქრობ, ის გუნდს სწორედ ამ პოზიციებზე დაეხმარება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები იყო, თუმცა რამდენადაც მისთვის ცნობილია, მამუკა ბახტაძე სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს.

„რასაკვირველია, პოლიტიკური კონსულტაციები იყო და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ის სიაში საკუთარ თავს არ განიხილავს“, - განმარტა თალაკვაძემ.

გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
კახა ოქრიაშვილი - თურნავას მოქმედება დამატებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი არგუმენტია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრის სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით
„ბანკი ქართუ“ განცხადებას ავრცელებს
„დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო