რაჭაში სტიქიის შედეგად ჩამოშლილ გზის მონაკვეთებზე დროებითი გზების მოწყობა მიმდინარეობს

რაჭაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მე-5 დღეა გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სტიქიის სალიკვიდაციო ინტენსიური სამუშაობის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 127-ე კმ-დან 500 მეტრში, დროებითი გზა მოეწყო და გზის ჩამოშლილი მონაკვეთი გაიხსნა.

მათი ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა აგრძელებს 128-ე და 129-ე კმ-ზე დროებითი გზის მოწყობისა და გეოდეზიური სამუშაოებს.

„ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთებზე 4 ერთეული ტექნიკა მუშაობს. საერთო ჯამში კი, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში 11 ერთეული ტექნიკაა ჩართული.

უკვე აღდგენილია საავტომობილო მოძრაობა 7 სოფელთან. ჯერჯერობით, 5 სოფელი რჩება სამანქანო გზის გარეშე და მიმდინარეობს სამუშაოები დროებითი გზების მოსაწყობად.

სოფლების ნაწილთან კავშირი ხორციელდება დროებითი შემოვლითი გზების მეშვეობით.

ონის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დასაბრუნებლად და ეწყობა დროებითი გადასასვლელები, რათა საავტომობილო მოძრაობა გახდეს შესაძლებელი.

სტიქიის ზონაში აგრძელებენ მუშაობას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, „ენერგო-პრო ჯორჯიას", შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა