თსუ-ს საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილთან დაკავშირებით გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას ეხმაურება

თსუ-ს პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ აკადემიური კეთილსინდისიერების შესაძლო დარღვევის გამოვლენის შესახებ საუნივერსიტეტო კომისიის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადებას, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე და აცხადებს, რომ მახარობლიშვილს მანამდე გაცილებით მკაცრი შინაარსის დასკვნაზე აქვს ხელი მოწერილი, რითაც პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციის არსებობას სადისერტაციო ნაშრომში.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, კომისიის თავმჯდომარემ წერილობით მიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს.

მათი ინფორმაციით, წერილში ნათქვამია, რომ „კომისიამ პირველ ეტაპზე შეიმუშავა დასკვნის პირველადი ვერსია (რომელიც საბოლოო ვერსიასთან შედარებით ბევრად მკაცრი იყო და ის პირდაპირ მიუთითებდა კომპილაციაზე (და არა კომპილაციის ნიშნებზე), რომელსაც ბატონი გიორგი მახარობლიშვილი დაეთანხმა და ელექტრონულად განახორციელა ხელმოწერა (17 ივლისი, 2020).”

ხეჩუაშვილის თქმით, გარკვეული მსჯელობის შემდეგ დასკვნის საბოლოო ვერსია მომზადდა და 23 ივლისს, შეთანხმების მიზნით, კომისიის წევრებმა „ზუმის“ პლატფორმის მეშვეობით გამართეს სამუშაო შეხვედრა, რომელსაც არ დაესწრო გიორგი მახარობლიშვილი.

„მოკლე ტექსტური შეტყობინებით მან გვაცნობა, რომ დაეთანხმებოდა ან განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებდა შეთახმებულ ტექსტთან დაკავშირებით. კომისიის 6 წევრი შევჯერდით საბოლოო ვერსიაზე, რომელიც დაეგზავნა კომისიის ყველა წევრს თხოვნით, გაცნობოდნენ და გამოეთქვათ საბოლოო მოსაზრებები, ტექსტის აკადემიური საბჭოსთვის გადაგზავნამდე. ბატონ გიორგის არ გამოუთქვამს შენიშვნები და კომენტარები, რის შემდგომაც კომისიამ ერთხმად მიიღო საბოლოო დოკუმენტი და მიეცა მსვლელობა.

თუმცა, როგორც ვხედავთ, ბატონი გიორგი ახლა აცხადებს, რომ მას დასკვნის საბოლოო, შედარებით შერბილებული ვერსიისთვის ხელი არ მოუწერია და, როგორც ჩანს, უფრო მკაცრი პოზიციის დაფიქსირება სურდა.

ამასთან აღვნიშნავთ, რომ 1 ხმა ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა, შესაბამისად, აბსურდულია ბრალდება კომისიის მიერ ხელმოწერის შესაძლო გაყალბების შესახებ.

როგორც ცნობილია, ამ ფაქტთან დაკავშირებით უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებულია მოკვლევა. ამისათვის თუ საჭირო გახდა მეტი თვალსაჩინოებისთვის, როგორც ჩვენთან, ისე თსუ-ის სერვერზე ინახება კომისიის მუშაობის მანძილზე წარმოებული მიმოწერის სრული ვერსია. იმედს ვიქონიებთ, უმოკლეს ვადებში გაირკვევა საქმის ვითარება“,-აღნიშნულია წერილში.

თსუ-ს ცნობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის აუდიტის სამსახურს დაავალა, შეისწავლოს თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გიორგი მახარობლიშვილის წერილი.

თსუ-ს ცნობით, მედიასაშუალებებში გავრცელდა კომისიის მდივნის გიორგი მახარობლიშვილის განცხადება, სადაც ის უარყოფს მის თანხმობას და ხელმოწერას კომისიის დასკვნაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო