შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატის განცხადებით, გამოძიების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფებზე ზეწოლა ხორციელდება

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის არასრულწლოვანი მოწმეების ადვოკატის, მუხრან ღურწკაიას განცხადებით, გამოძიების მხრიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება.

ადვოკატისთვის გაუგებარია, რატომ ამოიღო გამოძიებამ „ტოიოტა ვითსის“ მარკის მანქანა, რომელშიც შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს მისი დაცვის ქვეშ მყოფების ნაწილი იმყოფებოდა, მხოლოდ შაბათს და არა დაუყოვნებლივ. მისი თქმით, თუ საგამოძიებო უწყება თვლის, რომ ამ მანქანაში გამოძიებისთვის საინტერესო მტკიცებულებები შეიძლება ყოფილიყო, მისი ამოღება გამოძიების დაწყებისთანავე უნდა მომხდარიყო.

„დაახლოებით ორი თვე სრულდება ამ საქმის გამოძიების დაწყებიდან და შაბათს ხდება მანქანის ამოღება, დაილუქა და გადაყვანილ იქნა.

თუ რაიმე მნიშვნელოვანი იყო საგამოძიებო ორგანოსთვის, მათთვის ეს ფაქტი ცნობილი იყო იმ დღიდანვე, რაც ჩვენება მივეცით, რომ იქ ფიგურირდებოდა და იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა „ტოიტა ვითსის“ ავტომობილი, სადაც ისხდნენ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ ამოიღეს მაშინ და რატომ მოხდა შაბათს ამოღება. თუ რაიმე ნივთმტკიცება იქნებოდა, ბუნებრივია, ეს უნდა ამოეღოთ დაუყოვნებლივ. მაშინ რომ არ ამოიღეს მანქანა, მიგვაჩნია, რომ იყო სწორი, რადგან ეს მანქანა არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე, არ იყო ჩხუბის დროს, არ იყო დაბადების დღეზე. უბრალოდ, იმ პერიოდში ფიქსირდება ავტობანზე ვიდეო კამერების მიერ.

ვთვლით, რომ გარკვეულწილად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ, ვიცავ 5 ადამიანს, მოწმეებს, პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა ხორციელდება, რომ ალბათ, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ საქმესთან დაკავშირებით. მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოებს, გაანებონ თავი ასეთ მოქმედებებს“,- განაცხადა ადვოკატმა.

ღურწკაიას განცხადებით, ავტომობილში გამოძიება ვერანაირ მტკიცებულებებს ვერ ნახავს, რადგან მისი თქმით, პირველადი დათვალიერებისას იქ არაფერი აღმოჩნდა. როგორც ადვოკატი ამბობს, გარდა ინფორმაციისა, რაც გამოძიებას უკვე მიაწოდეს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არაფერი იციან. ღურწკაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები არც გიორგი შაქარაშვილს იცნობდნენ და არც გოგონას, რომლის დაბადების დღეც იყო.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ ორ ადამიანს უთხრეს, რომ ორი ადამიანია საგურამოში და არის წამოსაყვანი, წავიდნენ მანქანით და როდესაც მცხეთის მიმართულებით წავიდნენ, ადგილზეც არ მისულან, ერთ-ერთი პირი უკავშირდება „ვითსში“ მჯდომ პირს და ეუბნება, რომ ბიჭები წამოსულები არიან და აღარ უნდა წამოხვიდეთ, ჩემები ბრუნდებიან თბილისში. მათ კამერა აფიქსირებს ნატახტარში, რესტორან „იმერულ ეზოსთან“,- განაცხადა ადვოკატმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო