გიორგი კახიანი - არის შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარები ადგილზე მაჟორიტარული საქმიანობით მეტად არიან დაკავებულები, ვიდრე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობით

არის შემთხვევები, როდესაც მაჟორიტარები ადგილზე მაჟორიტარული საქმიანობით მეტად არიან დაკავებულები, ვიდრე საკანონმდებლო პროცესში ჩართულობით, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე - სპიკერმა გიორგი კახიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას, რომლის მიხედვითაც 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

კახიანის თქმით, აღნიშნული არ ამართლებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლების არგამოყენებას.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის წევრმა უნდა ისარგებლოს იმ უფლებებით, რაც მას კანონით აქვს მინიჭებული, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნით.

ამასთან, კახიანის თქმით, საპარლამენტო საქმიანობის შესახებ კვლევაში ბევრი პოზიტიური აქცენტია გაკეთებული.

„მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ ბევრი პოზიტიური აქცენტია გაკეთებული ამ შეფასებებში. ეს, რა თქმა უნდა, უკავშირდება ახალი რეგლამენტის ამოქმედებას იმიტომ, რომ რეგლამენტმა ბევრი პოზიტიური სიახლე შემოიტანა საპარლამენტო ცვლილებაში. ამ შეფასებებში ჩანს, რომ საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით საპარლამენტო საქმიანობა არის გაუმჯობესებული. პარლამენტის წევრების გააქტიურებაზეცაა საუბარი და სხვა არაერთი ძალიან პოზიტიური ცვლილებებია. ბუნებრივია, არის გარკვეული შენიშვნები. შენიშვნების ნაწილში, შეიძლება ნაწილს არ ვიზიარებდე. იყო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბარი, რომელიც არც თუ ისე პოზიტიურ ცვლილებად იყო განხილული“, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს