არჩილ თალაკვაძე - ადვილია ჟურნალისტების მიერ ვერსიების დასახელება, მაგრამ თითოეულ ვერსიას ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებათა გადამოწმება სჭირდება

მესმის, რომ მედიის ნაწილი ცდილობს გამოძიების პროცესს წინ გაუსწროს. ისიც კარგად ესმის საზოგადოებას, რომ გაცილებით ადვილია ტელევიზიით ჟურნალისტების მიერ ვერსიებისა და არგუმენტების დასახელება, ვიდრე გამოძიების პროცესის მხრიდან, ასეთი ტიპის კომუნიკაცია საზოგადოებასთან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითიც ის გახმაურებულ საქმეებზე გამოძიების პროცესს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თითოეულ ვერსიასა და გარემოებას ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა გამოკითხვა, გარემოებათა და მტკიცებულებათა გადამოწმება სჭირდება.

"სამართალდამცავ ინსტიტუტებს აქვს ჩვენი სრული მხარდაჭერა, რომ ეს საქმეები ეფექტურად გამოიძიონ, რაზეც მაღალი საჯარო ინტერესია. რასაკვირველია, პარლამენტის მოლოდინი არის, რომ ამ საქმეებზე ეფექტური და ამომწურავი გამოძიება ჩატარდება და დანაშაულში მხილებული პირები პასუხისგებაში მიეცემიან. ის მედიასაშუალებები, რომლებიც ხელოვნურ უკმაყოფილებას ქმნიან, თითქოს ჟურნალისტები უფრო სწრაფად იძიებენ ამ საქმეებს, ვიდრე გამომძიებლები, ეს პრინციპშივე არასწორია. ჩვენ უნდა მივცეთ გამოძიებას, ადვოკატებსა და ექსპერტებს საშუალება, რომ სრულფასოვანი მონაწილეობით გამოიძიონ ეს საქმეები და დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცნენ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფებას ამ და სხვა კრიმინალურ საქმეებში აქვს ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესი, რომ საქმეები იყოს გამოძიებული და დამნაშავეები დაისაჯონ.

"ჩვენ გვჯერა, რომ სხვანაირად მართლწესრიგი და კანონის პატივისცემა ჩვენს საზოგადოებაში ვერ იქნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ბრძოლა კრიმინალთან არის უკომპრომისო. გარდა ამისა, როცა საქმე ეხება არასრულწლოვანთა შორის ძალადობის შემთხვევებს, აქ მომავალშიც დიდი ყურადღება მიექცევა პრევენციას და განათლების და სხვა სამინისტროებისა და სისტემების როლს. თუ გვსურს, რომ იყოს არაძალადობრივი გარემო და ახალგაზრდებს შორის კონფლიქტების ალბათობა შევამციროთ, ამისთვის საჭიროა, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებასთან ერთად იმუშაოს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს