დავით მათიკაშვილი - პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება

დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობა არის მრავალმხრივი. არიან როგორც აქტიური დეპუტატები, რომლებიც ყოველმხრივ იყენებენ საკუთარ უფლებამოსილებას და არიან ნაკლებად აქტიური, რომლებიც მხოლოდ სეგმენტურად იყენებენ თავიანთ უფლებამოსილებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია.

მათიკაშვილის თქმით, პარლამენტის წევრის მიერ წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ საჯარო გამოსვლებში არ ვლინდება.

ამასთან, მათიკაშვილის თქმით, კვლევაში წარმოდგენილია პოზიტიური აქცენტები.

„მე-9 მოწვევის პარლამენტის ანგარიშზე შეიძლება ჩაიწეროს უამრავი წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე. პირველ რიგში, საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელმაც ქვეყნის საპარლამენტო მოდელად ჩამოყალიბება დაასრულა და ხაზი გაუსვა სწორედ საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობას საკონსტიტუციო დონეზე. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ რეგლამენტი, რომელმაც ხალსახად განსაზღვრა ის უფლებამოსილებები, რომელიც პარლამენტს გააჩნია ქვეყნის მართვის სპექტრში. ჩვენ რომ გადავხედოთ სტატისტიკას და ვნახოთ, თუ რა მაჩვენებლები იყო აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა პარლამენტში მოსვლის, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასევე წინა მოწვევის პარლამენტებში, ვნახავთ, რომ ეს მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი და პარლამენტი ახორციელებს ზედამხედველობას ხელისუფლებაზე იმ ბერკეტებით და მექანიზმებით, რომელიც როგორც საკონსტიტუციო დონეზე, ასევე რეგლამენტითაა მისთვის მინიჭებული“, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლებით 21 დეპუტატს ერთხელაც არ უსარგებლია. ორგანიზაციამ 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა, ანგარიში კი დღეს წარმოადგინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ შეფასებით, დეპუტატების უმრავლესობა, რომლებსაც საპარლამენტო ტრიბუნა ერთხელაც არ გამოუყენებია, „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები არიან.

„მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატების აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო”), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)”, - აღნიშნულია კვლევაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა