ოთარ დანელია „აგროტურიზმის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შეხვედრებს მართავს

„აგროტურიზმის ხელშეწყობა არსებული რეალობის გათვალისწინებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის გაცნობისას განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე ესწრებოდნენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია სოფლის ალტერნატიული ეკონომიკური განვითარების, სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის საჭიროებით, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის დასაქმების შესაძლებლობებს გაზრდის.

„კანონპროექტის მიზანია ასევე, მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიზნით განხორციელებული პროექტების მიუხედავად, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა სოფლად კვლავ მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი პროდუქტის ახალი სარეალიზაციო არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის“,- აღნიშნა ოთარ დანელიამ.

მისი თქმით, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას მიზნად ისახავს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტის მიხედვით, აგროტურისტული საქმიანობა არის ფერმერული მეურნეობის ფარგლებში განხორციელებული ფერმერული და ტურისტული საქმიანობის კომპონენტების ერთობლიობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს, ტურისტის მიღებას, განთავსებას, ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებულ მომსახურების გაწევას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას. კანონპროექტის შემუშავებაში, რომლის ინიცირებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, ჩართულია მთავრობის, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ფერმერთა ასოციაციის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი წარმატების წერტილი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი