კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება

ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ მიწის ქვეშ განთავსებული ნაგვის ურნები უკვე შესაძლებელია მოსახლეობამ გამოიყენოს.

მიწისზედა ურნების აღების დავალება დედაქალაქის მერმა „თბილსერვის ჯგუფის" ხელმძღვანელს მისცა.

„ნარჩენების ურნები ჭავჭავაძის გამზირზე პირველად განთავსდა მიწის ქვეშ. აღებული გვაქვს ვალდებულება ნარჩენების გადამუშავების და ამ მიმართულებით საკანონმდებლო ორგანოში მუშაობა დაწყებულია. ასევე, ვმუშაობთ ნარჩენების ქარხნის მშენებლობის საკითხზე. ჭავჭავაძეზე საძირკველი უკვე ჩავასხათ მიწის ნარჩენების ურნებისთვის. ეს ურნები პრობლემას წარმოადგენდა ვიზუალურად, სუნით. ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ნარჩენების დაცლა ყოველდღე არ მოხდეს. კვირაში ერთხელ - ორჯერ საკმარისი იქნება ამ ურნების დაცლა. პირველ ეტაპზე ურნების გამოყენება ჩვეულებრივ შეგვიძლია და არ არის საჭირო სეპარირება, სანამ კანონპროექტი არ დაგვეწევა და არ დავიწყებთ კონკრეტულად გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას. ჩემი დავალებაა შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინოს ღია ურნების აღება ჭავჭავაძის გამზირიდან, რომელიც ხელს უშლის ველოსიპედებით და სკუტერების გადაადგილებას. მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, როგორ მოვიხმაროთ ეს ურნები",- განაცხადა კალაძემ.

იხილეთ ვიდეო: ჭავჭავაძის გამზირზე ნაგვის მიწისზედა ურნები აღარ იქნება

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა