„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტიამ კიდევ ერთი გამოსახლება შეაჩერა

„თავისუფალი საქართველოს“ ინფორმაციით, პარტია მევახშეების წინააღმდეგ სამართლებრივ ბრძოლას აგრძელებს.

პარტიის ინფორმაციით, 4 აგვისტოსს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა მოვალის წინააღმდეგ ერთ-ერთი მევახშის პროცესი, სადაც კრედიტორი ითხოვდა მსესხებლის ერთადერთი საცხოვრებელი ბინიდან დაუყოვნებლის გამოსახლებას.

„პროცესზე მოვალის ინტერესებს „თავისუფალი საქართველოს“ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი კანდიდატი, თენგიზ ომანიძე წარმოადგენს.

ომანიძის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და დაყენებული შუამდგომლობების შემდეგ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მევახშის მოთხოვნა მოვალის დაუყოვნებლივი გამოსახლების შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ეს არის ჩვენი იურიდიული გუნდის კიდევ ერთი წარმატება, რითაც მოვალეს მიეცემა დამატებით 2 წლიანი ვადა, იმისთვის რომ შეასრულოს ვალდებულება და დაიხსნას მისი ქონება. „თავისუფალი საქართველო“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც ღიად აცხადებს, რომ ვალის გამო ადამიანების გამოსახლება ქუჩაში არის დანაშაულის ტოლფასი ქმედება და მევახშეობა კანონით უნდა აიკრძალოს“, - განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ თენგიზ ომანიძემ.

„თავისუფალი საქართველო“ აგრძელებს მევახშეობის წინააღმდეგ ბრძოლას. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, რომელსაც იპოთეკური სესხის გამო ემუქრება გამოსახლება დახმარებისთვის მიმართოს „თავისუფალი საქართველოს“ ოფისებს ან დაგვიკავშირდეს ინტერნეტის საშუალებით“, - ნათქვამია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს