კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 80%-ით შემცირდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, არსებული პროგნოზით, 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავლები 80%-ით შემცირდება.

მისივე განმარტებით, აღნიშნული პროგნოზი იმ დაშვებით კეთდება, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლები მინიმალური იქნება.

„მიმდინარე უპრეცედენტო კრიზისის მთავარი მახასიათებელია მაღალი გაურკვევლობა და ეს განსაკუთრებით ეხება ტურისტულ ნაკადებს, რადგანაც ამ სიტუაციაში ტურისტული ნაკადების აღდგენის პერსპექტივა, როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. ჩვენ პროგნოზებში კონსერვატიულ მიდგომას ვინარჩუნებთ და შესაბამისად, ჩვენი პროგნოზი ეყრდნობა დაშვებას, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლები იქნება მინიმალური, რაც ნიშნავს, რომ საბაზო სცენარის მიხედვით, 2020 წელს წინა წელთან შედარებით, ტურიზმიდან შემოსავლები 80%-ით შემცირდება“,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს