აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ დროებით გახსნა

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ დროებით გახსნა

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარზე“ ჰუმანიტარული დერეფანი გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„აფხაზეთმა რესპუბლიკის იმ მოქალაქეების დასაბრუნებლად, რომლებიც საქართველოში დროებით იმყოფებიან, ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნა,“ - აცხადებენ ე.წ. „აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“.

მათივე ინფორმაციით, „ჰუმანიტარული დერეფანი“ 5 აგვისტოდან 9 აგვისტომდე, 9:00-დან 19:00 საათამდე იქნება ღია. ის მოქალაქეები კი, რომლებიც აფხაზეთში ბრუნდებიან, ვალდებულები არიან, სამედიცინო-სანიტარულო კონტროლი გაიარონ.

შეგახსენებთ, აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. „საზღვარი“ ბოლოს 13-17 ივლისს გახსნა.