ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში უმაღლესი შეფასება 32-მა აბიტურიენტმა მიიღო

2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორ საგანში უმაღლესი შეფასება 32-მა აბიტურიენტმა მიიღო.

ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ.

„სასიხარულოა, რომ 20-მა აბიტურიენტმა უმაღლესი ქულა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 12 - მა კი მათემატიკაში. ეტაპობრივად ქვეყნდება სხვა საგნების შედეგებიც. ვფიქრობთ, რომ პირველადი შედეგების გამოცხადება დასრულდება მომდევნო კვირის დასაწყისში და ჩვენ შევძლებთ სააპელაციო განაცხადების მიღებას. საპრეტენზიო განაცხადების შემოტანის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო განაცხადების რაოდენობა იქნება წინა წლების მსგავსი, აგვისტოს დასასრულს უკვე შევძლებთ საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას“, - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა.

სოფიო გორგოძემ 2020 წლის საგამოცდო პროცესი დღეს, 5 აგვისტოს მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას შეაჯამა.

ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვა უწყებებთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პროცესს უსაფრთხოდ და წარმატებით ჩაევლო.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს