რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს, რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, მას შემდეგ რაც არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადებები კიევში გააკეთა ყოფილ თანაგუნდელებზე, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგიაზე, „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარულ ოლქებში თავისი ლიდერშიფის წევრები დაასახელა.

სააკაშვილის განცხადებებზე თბილისში უამრავი კომენტარი გაკეთდა და მეტ-ნაკლებად უფრო ცხადი გახდა სურათი თუ რა ხდება ოპოზიციურ სპექტრის იმ ფლანგზე, რომელსაც აქვს პრეტენზია ხელისუფლების ალტერნატივად მოიაზრებოდეს.

ყველა ამ თემაზე საუბარი ცალ-ცალკეც ღირს. ჩვენ ამ თემებს აუცილებლად დავუბრუნდებით, მაგრამ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა მომხდარმა - „საჯარო სივრცეში „ნაციონალებისა“ და ევროპული საქართველოს“ ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯვნამ?

- მართალი ბრძანდებით, ოპოზიციის ამ ფრთის ყველა ჯგუფი მხოლოდ ხელისუფლების შეცვლაზე ლაპარაკობს და ამიტომ განიცდება ხელისუფლების ალტერნატივად.

ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ამ პარტიების ერთიანობა ხელსაყრელი იყო რევოლუციური სცენარისთვის, სადაც პარტიები მხოლოდ ერთი მიზნით იდგნენ ერთად. საარჩევნო სცენარში კი ყველა პარტია თავისი ხმებისთვის იბრძვის და ცდილობს ამომრჩეველს აჩვენოს თავისი სპეციფიკა. „ნაციონალური მოძრაობაც“ ამჟამად ცდილობს საკუთრი ამომრჩეველი შეინარჩუნოს და გაემიჯნოს თავის მსგავს სხვა ჯგუფებს.

ოპოზიციურ ფლანგზე მყოფი ამ პარტიების ერთიანობა ხელსაყრელი იყო რევოლუციური სცენარისთვის, სადაც პარტიები მხოლოდ ერთი მიზნით იდგნენ ერთად. საარჩევნო სცენარში კი ყველა პარტია თავისი ხმებისთვის იბრძვის და ცდილობს ამომრჩეველს აჩვენოს თავისი სპეციფიკა. „ნაციონალური მოძრაობაც“ ამჟამად ცდილობს საკუთრი ამომრჩეველი შეინარჩუნოს და გაემიჯნოს თავის მსგავს სხვა ჯგუფებს

ეტყობა, „ნაციონალებმა“ ადრე ვერ გაითვალეს, რომ საარჩევნო სცენარში ჩაბმა მოუწევდათ, რევოლუციის იმედი ჰქონდათ. ერთიანობის მოწოდებების მერე გამიჯვნაზე დაიწყეს მუშაობა, თანაც, ფრაგმენტულად, რამაც უფრო დააბნია საზოგადოება. ახლა ამბობენ „პარლამანტში გავერთიანდებითო“, მაგრამ ხმის მიცემის პროცესს ეს ამომრჩეველს მაინც არ გაუიოლებს - მაინც მათში არჩევანი ექნება გასაკეთებელი.

- სააკაშვილის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, მხედველობაში მაქვს „ნაცმოძრაობის“ სურვილი ჰქონდეს „ფართო კოალიცია საზოგადოებასთან“, „ეგზიტპოლები“, რომლის შედეგებსაც მსოფლიო მაშინვე აღიარებს“, ისინი მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“ არჩევნების მოგებას სხვა თანამოაზრეების გარეშე აპირებს.

დამკვირვებელთა ნაწილმა სააკაშვილის განცხადებები „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტარტეგიის ნაწილად მიიჩნია. მისივე ოპონენტების აზრით კი, „ნაცმოძრაობას“ აქვს ილუზია, რომ მარტო მოვა ხელისუფლებაში. მიუხედავად ოპოზიციურ ფლანგზე აზრთა სხვდასხვაობისა, საჯარო სივრცეში კინკლაობისა, „ნაციონალებს“, ყოველ შემთხვევაში ჯერ არც ვაკეში დაუყენებიათ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატისთვის კონკურენტი და არც ისანში გიორგი ვაშაძისთვის.

თქვენ როგორ აღიქვით სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სტრატეგია?

- ყველა ბრძოლას სჭირდება სტრატეგია, მათ შორის პოლიტიკურსაც. „ნაციონალების“ ერთი სტრატეგია უკვე ვახსენეთ - რევოლუციური სცენარი, რომლის სტრატეგიაში შედიოდა საპროტესტო მიტინგები, ოპოზიციის გაერთიანება, პროპორციული არჩევნების მოთხოვნა, როგორც შეუსრულებელის, შეტევა პარლამენტზე, შვილმკვდარ მშობლებით მანიპულირება, რევოლუციის მოწოდება უკრაინიდან და ა.შ. ამ სტრატეგიაში გაუთვლელი აღმოჩნდა ბევრი რამ, მათ შორის, ის, რომ რევოლუციური განწყობა არ იყო ხალხში.

ბრძოლაში მხოლოდ ერთი სტრატეგიით მოქმედება წამგებიანია, ყველა შესაძლო ვარიანტი უნდა იყოს გათვლილი.

ვვარაუდობ, რომ „ნაცმოძრაობა“ მზად არ იყო საარჩევნო პროცესში ჩართვისთვის და დღესაც არა აქვს საამისო სტრატეგია ჩამოყალიბებული. საერთოდ, მათ სტრატეგიის დეფიციტი აქვთ ბოლო რვა წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთს ამბობენ „ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო“.

ვვარაუდობ, რომ „ნაცმოძრაობა“ მზად არ იყო საარჩევნო პროცესში ჩართვისთვის და დღესაც არა აქვს საამისო სტრატეგია ჩამოყალიბებული. საერთოდ, მათ სტრატეგიის დეფიციტი აქვთ ბოლო რვა წლის განმავლობაში. მხოლოდ ერთს ამბობენ „ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო“

ვისით უნდა შეიცვალოს, ვერ ამბობენ, თუმცა გვაგრძნობინებენ. ვერ ამბობენ, როგორ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, თუ „ნაცები“ არ უნდა ხალხს. ვერ ამბობენ, რითი მოიპოვებენ მოსახლეობის მხარდაჭერას.

ისიც არა აქვთ გათვლილი, რომ მცირე მხარდაჭერის პირობებში მათთვის სწორედ მაჟორიტარული არჩევნები უფრო ხელსაყრელია. ძველ სახეებზე „ოცნებას“ აკრიტიკებენ და თავად სულ ერთი და იგივე შემადგენლობით მოქმედებენ და ა.შ.

ყველაფერ ამას სტრატეგია ვერ დაერქმევა. ესაა ქაოტური მოქმედებები, გათვლილი მათზე, ვისაც საარჩევნო სტრატეგია არ სჭირდება და ისედაც „ნაცების ფანები“ არიან. სავარაუდოა, რომ მოსახლეობის დანარჩენ ნაწილთან ეს სპონტანური კამპანია ისევე იმუშავებს როგორც ადრე - შეგახსენებთ, რვა წლის განმავლობაში ამ სტრატეგიით „ნაცოძრაობამ“ ვერცერთი წარმატება ვერ მოიპოვა.

ამ დროს, „ნაცმოძრაობას“ გამოცდილების უქონლობას ვერ დააბრალებ. რვა წლის განმავლობაში „ნაცმოძრაობამ“ ვეღარსად აჩვენა სტრატეგიული ბრძოლის ის უნარი, რითაც მან „ვარდების რევოლუცია“ მოახერხა.

როგორც ჩანს, მაშინ სტრატეგიის შემუშავებაში ისინი სხვების რჩევებითაც სარგებლობდნენ. ხავერდოვანი რევოლუციების სტრატეგიები შარპმა დაამუშავა ამერიკაში, 90-იანებში ის მოსკოვსაც უწევდა კონსულტაციებს, ასე რომ, იმხანად მრჩეველი ბევრი იყო.

დღეს, ხავერდოვანი რევოლუციები ნაკლებად პოპულარულია. როგორც ჩანს, „ნაციონალებსაც“ სტაბილური ინტელექტუალური დასაყრდენი აღარ აქვთ და მხოლოდ ტაქტიკურ სქემებს არქმევენ სტრატეგიას.

დღეს, ხავერდოვანი რევოლუციები ნაკლებად პოპულარულია. როგორც ჩანს, „ნაციონალებსაც“ სტაბილური ინტელექტუალური დასაყრდენი აღარ აქვთ და მხოლოდ ტაქტიკურ სქემებს არქმევენ სტრატეგიას

- ამ სტრატეგიის ნაწილია სააკაშვილის განცხადებები რომ „ვაშაძე ბიძინას თამაშს თამაშობს“, ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა, მთელი ცხოვრება ხელით ვერავის ვათრევ“. რაზეც გიორგი ვაშაძემ მყისიერად უპასუხა - „ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე“?

- ეს საინტერესო დაპირისპირებაა. სააკაშვილმა ვაშაძე უარჰყო და ივანიშვილის ფიგურად გამოაცხადა, ვაშაძე კი მას არ დაუპირისპირდა მკვეთრად. ამან შეიძლება ვაშაძე მიმზიდველი გახადოს მათთვის, ვისაც „ნაცებიც“ არ უნდა და „ქოცებიც“.

სააკაშვილსა და ვაშაძეს შორის ასიმეტრიული დაპირისპირების გამო მგონია, რომ ვაშაძე სააკაშვილს, შეიძლება, „ტროას ცხენის“ როლზე ჰყავდეს ჩაფიქრებული, რომელიც მისთვის იბრძოლებს პარლამენტში შეღწევის შემდეგ.

სააკაშვილსა და ვაშაძეს შორის ასიმეტრიული დაპირისპირების გამო მგონია, რომ ვაშაძე სააკაშვილს, შეიძლება, „ტროას ცხენის“ როლზე ჰყავდეს ჩაფიქრებული, რომელიც მისთვის იბრძოლებს პარლამენტში შეღწევის შემდეგ

- ამ თემაზე საკმაოდ საინტერესო სტატუსი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილმა.

„პოლიტიკური სტრატეგიის ლოგიკით ნაც.მოძრაობა“ არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით და თუნდაც მისი გაზავებით და აი რატომ - მისი ელექტორალური ზრდის პოტენციალი ამ ეტაპზე შეზღუდულია. ისეთი ალტერნატივის ფორმირებაც, რომლის ცენტრში თვითონ იქნება, შეუძლებელია. ამიტომ, მას ურჩევნია ხელისუფლებაში დარჩეს ქართული ოცნება“ და თვითონ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რაც უტოვებს შანსს 2024 წელს დაბრუნდეს ხელისუფლებაში. მისივე მტკიცებით, თუ დღეს ქართული ოცნება“ შეიცვალა, გაზავდა, ან რაიმე ახალი კოალიცია გაჩნდა, ამ შემთხვევაში „ნაცმოძრაობა“ კარგავს 2024-ის პერსპექტივას. დასკვნა - ნაც. მოძრაობა“ და ქართული ოცნება“ სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან.

ვერაფერს იტყვი საინტერესო დაკვირვებაა. მიუხედავად იმისა, რომ „ნაციონალები“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთის მისამართით ხმაურიან, ხშირად შეურაცყოფის ზღვარზე აკეთებენ განცხადებებს, გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნებში „ნაციონალებისა“ და „ქართული ოცნების“ ინტერესები გარკვეულ წილად ერთმანეთს ემთხვევა.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად საფუძვლიანად გამოიყურება ამგვარი მტკიცება?

- კონკურენტი, რომელიც მიუღებელია ამომრჩევლისთვის, რა თქმა უნდა, ყველა პარტიას აწყობს. ელცინსაც აწყობდა კომუნისტები. მათი მობრუნების შიშით ელცინი მეორედ აირჩიეს, როცა კამპანიის დასაწყისში მას 6% ჰქონდა. ვფიქრობ, ტრამპსაც, გარკვეულწილად, აწყობს ვანდალიზმის ის აქტები, რომლებიც დემოკრატებს მიეწერება.

ბუნებრივია, „ოცნებისთვისაც“ კომფორტული იყო მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსით „ნაცმოძრაობა“, რომლის ხელისუფლებაში მოყვანა არ უნდოდა მოსახლეობას. ეს კია ლოგიკური, მაგრამ არალოგიკური იყო „ნაცმოძრაობის“ მოქმედება, თუ მას ხელისუფლებაში მოსვლა სურდა და არა მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსება მეორე ადგილის პარტიისთვის.

2012 წლის მარცხის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ შეეძლო „ცხვრის ტყავი“ გადაეცვა, მოებოდიშა ძველი ცოდვების გამო, ძველი სახეები დაესვა კულისებში და სცენაზე გამოეშვა ახლები. ამ ცვლილებების შედეგად ხალხის დიდი ნაწილი მას აპატიებდა წარსულს, ისევე, როგორც აპატია ჟვანიას და სააკაშვილს შევარდნაძის გუნდში ყოფნა 2003 წლამდე.

2012 წლის მარცხის შემდეგ „ნაცმოძრაობას“ შეეძლო „ცხვრის ტყავი“ გადაეცვა, მოებოდიშა ძველი ცოდვების გამო, ძველი სახეები დაესვა კულისებში და სცენაზე გამოეშვა ახლები. ამ ცვლილებების შედეგად ხალხის დიდი ნაწილი მას აპატიებდა წარსულს, ისევე, როგორც აპატია ჟვანიას და სააკაშვილს შევარდნაძის გუნდში ყოფნა 2003 წლამდე

ამ სცენარის ვარიანტში „ნაციონალებს“ დიდი შანსი ჰქონდათ არჩევნებით მოსულიყვნენ ხელისუფლებაში „ოცნებაზე“ ხალხის პირველივე გულაცრუების ფონზე. ამ სცენარის განხორციელება „ნაციონალებმა“ ვერ მოახერხეს (ამის მიზეზები ცალკე თემაა).

„ნაციონალებმა“ საწინააღმდეგო გზა აირჩიეს. ბოლო პერიოდში მათ არამარტო შეინარჩუნეს აგრესიულობა, არამედ რევოლუცია დაისახეს მიზნად და დაიწყეს დეტაბილიზაციის აქციები ქვეყნის შიგნით და გარეთ, შინაური მედიის თუ უცხოელების გამოყენებით.

ამგვარად, „ნაცმოძრაობა“ გახდა არამარტო ძირითადი ოპოზიციური პარტია, არამედ ქვეყნის მადესტაბილიზირებელი ფაქტორი. ხელისუფლებასთან „ნაციონალების“ მშვიდობიან დაპირისპირებას დიდ ხანს თავად ხელისუფლება იყენებდა, რაზეც უთითებენ ანალიტიკოსები, მაგრამ ქვეყნის დესტაბილიზაცია უკვე ხელისუფლებისთვისაც მიუღებელია იქნება.

სტაბილურობა სჭირდება ხელისუფლებასაც, ბიზნესსაც, მოსახლეობასაც, უცხოელ პარტნიორებსაც. უცხოეთში საქართველოს დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამდენად, სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო ამისთვის საჭიროა სხვა „მთავარი ოპოზიცია“, რომელსაც დესტაბილიზაციისკენ სწრაფვა არ ექნება.

სტაბილურობა სჭირდება ხელისუფლებასაც, ბიზნესსაც, მოსახლეობასაც, უცხოელ პარტნიორებსაც. უცხოეთში საქართველოს დესტაბილიზაცია მხოლოდ რუსეთს აწყობს. ამდენად, სტაბილურობა უნდა შენარჩუნდეს, ხოლო ამისთვის საჭიროა სხვა „მთავარი ოპოზიცია“, რომელსაც დესტაბილიზაციისკენ სწრაფვა არ ექნება

ამიტომ, თავად „ოცნებისთვის“ მიუღებელი გახდება „ნაცმოძრაობასთან“ სისტემური მოკავშირეობა, მას პოლიტიკური ბალანსის სხვა ბერკეტის პოვნა მოუწევს 2024 წლისთვის. იმ დროისთვის შეიცვლება თავად „ნაცმოძრაობაც.“

ვხედავთ, რომ „ნაციონალების“ მხარდამჭერების რაოდენობა შაგრენის ტყვავივით მცირდება. 2024-ში მათ კიდევ უფრო შეუმცირდებათ მხარდამჭერები და საერთოდ ვეღარ ექნებათ ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია, მით უფრო, რომ მათი უცვლელი რიტორიკა უკვე 12 წლის გახდება და იქნება კიდევ უფრო მომაბეზრებელი.

ამიტომ, „ნაციონალების“ მომავალ სახელისუფლო ამბიციებზე ლაპარაკი გადაჭარბებული მეჩვენება. ყოველივე ამის გამო გამორიცხული მგონია იმ სქემის განმეორება, რომლითაც ვითარდებოდა ქართული პოლიტიკა აქამდე.

„ნაციონალების“ მომავალ სახელისუფლო ამბიციებზე ლაპარაკი გადაჭარბებული მეჩვენება. ყოველივე ამის გამო გამორიცხული მგონია იმ სქემის განმეორება, რომლითაც ვითარდებოდა ქართული პოლიტიკა აქამდე

- ევროპულმა საქართველომრეგიონებში მაჟორიტარობის კანდიდატების ნაწილი წარადგინა. „ევროპული საქართველოს“ ლიდერშიფი რეგიონალურ ოლქებში საინტერესოდ გადანაწილდა.

ალბათ ყველაზე მოულოდნელი იყო ის, რომ „ევროპული საქართველოს“ ლიდერები გიგი უგულავა და გიგა ბოკერია სამეგრელოს ოლქებში იყრიან კენჭს. ამაზე იგივე გია ხუხაშვილმა განაცხადა - „გარკვეულ პატივისცემას იწვევს ბოკერიას გამბედაობა, როდერსაც ასეთი მაღალი ანტირეიტინგით შედიხარ მაჟორიტარულ ბრძოლაში“.

პრაქტიკულად იგივეს თქმა შეიძლება გიგი უგულავაზე. თქვენ როგორ შეაფასებდით „ევროპული საქართველოს“ ლიდერშიფის გადაწყვეტილებას თავად ჩაბმულიყვნენ რეგიონებში მაჟორიტარულ ოლქებისათვის ბრძოლაში?

- ვეთანხმები ბატონ გიას. „ევროპული საქართველოს“ მომხრეები ამ საქციელს გაბედულებად აფასებენ, მოწინააღმდეგეები - უტიფრობად. ორივე სიტყვა გულისხმობს, რომ მოგების შანსი ამ კანდიდატებს ნაკლები აქვთ. სამაგიეროდ, მაჟორიტარულ ბრძოლაში ჩაბმა მათ იმიჯს გამოადგება.

- საარჩევნო საკითხებში ჩახედული ვლადიმერ ბოჟაძის აზრით, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ვერცერთ ოლქს ვერ მოიგებენ, ზოგან მესამე ადგილზეც გავლენ, მაგრამ მაჟორიტარულ ოლქებში აქტიურობით პროპორციული ხმების მობილიზებას შეეცდებიან.

ახლა საინტერესოა, თუ ვის დაუყენებენ მაჟორიტარულ ოლქებში „ევროპულ საქართველოს“ „ნაციონალები“ და დაუყენებენ თუ არა საერთოდ?

იმის გათვალისწინებით რომ მცირე გამონაკლისის გარდა მაჟორიტარულ ოლქებში „ქართული ოცნების“ კანდიდატები არც ისე მძიმეწონიანებად გამოიყურებიან, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს ბრძოლა მაჟორიტარულ ოლქებში?

- ვერ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს წონა აკლიათ და თუ სადმე დააკლდებათ, მათ პარტიის წონა მიემატება. ხოლო ოპოზიციის მძიმეწონიანები ერთმანეთს ხმებს წაართმევენ და ამასთანავე მათი პარტიების დაბალი რეიტინგი მათ პოლიტიკურ წონას დაბლა დაქაჩავს.

ამიტომ, არა მგონია, რომ მომავალი მაჟორიტარული ომის მოულოდნელობების შემცველი იყოს - წელს „ოცნება“ განწირულია მაქსიმალური გამარჯვებისთვის.

არა მგონია, რომ მომავალი მაჟორიტარული ომის მოულოდნელობების შემცველი იყოს - წელს „ოცნება“ განწირულია მაქსიმალური გამარჯვებისთვის

- ყველა სოციოლოგიური კვლევის შედეგი მეტყველებდა იმაზე, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში იყო მესამე ძალის გაჩენის მოლოდინი. დარჩენილ დროში ე. წ. მესამე ძალის გაჩენის შანსებზე აქტიურად საუბრობენ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები.

ამ თემაზე საუბრისას ალექსანდრე თვალჭრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „მესამე ძალის შექმნის არ მჯერა - ლელომეს უნიკალური შანსი ვერ გამოიყენა. თქვენი აზრით კიდევ არსებობს თუ არა მესამე ძალის გაჩენის ალბათობა? და კიდევ - თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რატომ ვერ გამოიყენა მესამე ძალის შესაქმნელად უნიკალური შანსი „ლელომ“?

- ბატონ ალექსანდრეს „არ მჯერა“-ს ვუერთდები. რომც რაიმე გამოჩნდეს ჰორიზონტზე, სანამ ის არ მოგვიახლოვდება, ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

პოლიტიკაში მარტო გამოჩენა არ კმარა, პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვაც არის საჭირო, ხოლო ამის ძალის მფლობელი არავინაა. „ლელოს“ უდაოდ კარგი რესურსი ჰქონდა, მაგრამ მან არ იზრუნა იმ სირთულეებისგან განთავისუფლებაზე, რაც იმთავითვე ახლდა და რის გამოც დაარქვეს „ბანკირების პარტია“.

- ვხედავთ, რომ პოლიტიკურ ველზე საკმაოდ აქტიურობენ ე.წ. პატარა პარტიები, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად პარლამენტში მოხვედრის შანსები გაუჩნდათ.

საარჩევნო თემებზე მსჯელობისას ალექსანდრე თვალჭრელიძემინტერპრესნიუსს“ განუცხადა - ნაციონალებსადაევროპულ საქართველოზეგაბრაზებული დაოცნებისაგანგაწბილებული ადამიანები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ. ამიტომ როგორ პარადოქსადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, პარლამენტის გასაღები სწორედ ამ მცირე პარტიების, ჩვენი საზოგადოებისთვის ახალი სახეების, ხელშია“.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ძირითად პოლიტიკურ ძალებად მიჩნეულ პოლიტიკურ პარტიებს ხმები შედარებით მცირე პარტიებმა წაართვან, თან ისე, როგორც ამას ბატონი ალექსანდრე თვალჭრელიძე ვარაუდობს?

- ბატონი ალექსანდრე მოსახლეობის პოლიტიკური სურვილების ლოგიკიდან ამოდის და ამ კუთხით ვეთანხმები - მოსახლეობას სიახლე სურს.

ამასთანავე არის სხვადასხვა დაკვეთებით გაკეთებული სოციოლოგიური გამოკვლევები. არცერთ მათგანში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი, რომელსაც პატარა პარტიები ვერ შეცვლიან.

მოქალაქეს არ უნდა დაიკარგოს მისი ხმა, თუ პარტიას პოლიტიკური გარემოს შეცვლის შანსი არა აქვს

მოქალაქეს კი არ უნდა, რომ დაიკარგოს მისი ხმა, თუ პარტიას პოლიტიკური გარემოს შეცვლის შანსი არა აქვს. მე მაინც მგონია, რომ პატარა პარტიებზე ხმების გაშლის პირობები მომავალ არჩევნებში უფრო შეიქმნება.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა