სოზარ სუბარი - იქ, სადაც ოპოზიციას ეყოლება ერთი კანდიდატი, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი ეყოლება - ბევრს დაამარცხებს, ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ!

„ნაციონალური მოძრაობა“ წარსულია და სააკაშვილი კიდევ იმ წარსულის ყველაზე მძიმე წარსული, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი არის ის წარსული, რომელსაც საქართველოს ამომრჩეველმა უარი რამდენჯერმე უთხრა და ახლაც ასე განმეორდება.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ვერ გაურკვევია რომელი ქვეყნის მოქალაქეა, რაზე ილაპარაკოს, რომელ ქვეყანას ელაპარაკოს, რომელი ქვეყნის მოსახლეობას ელაპარაკოს, რა უნდა საერთოდ ცხვორებაში... დაბნეული და გზაკვალარეული ადამიანია, რომელსაც უცებ, როცა ჰგონია, რომ უკრაინაში რაღაც პერსპექტივა აქვს, ამბობს, რომ ის არის ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში წარმატებული ადამიანი და საქართველოსნაირი პატარა ქვეყნები არ აინტერესებს და რა წამსაც აღმოაჩენს, რომ იმ ქვეყანაშიც არავის აინტერესებს, ისეთი თანამდებობა აქვს, რომ არანაირი ბერკეტი არ აქვს, საჯარო მოხელეც კი არაა, ისევ იწყებს საქართველოზე საუბარს“, - განაცხადა სუბარმა.

გარდა ამისა, სამგორში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ოპოზიციური პარტიების ტაქტიკაც შეაფასა თბილისის ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენის შესახებ და აღნიშნა, რომ „იმ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიცია გაერთიანდება, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატს დაამარცხებს, იქ, სადაც ბევრი კანდიდატი ეყოლება ოპოზიციას, მმართველი პარტია, ბევრს დაამარცხებს“.

„ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოვიგებთ, ისევე როგორც პროპორციული სიით გვეყოლება უმრავლესობა. ამაში ვარ დარწმუნებული მეც და მგონი თვითონაც, უბრალოდ იხტიბარს არ იტეხენ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა