მიხეილ რამიშვილი - შსს-ს განცხადება არანაირად არ არის სარწმუნო

23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადება სარწმუნო არ არის.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, საბოლოო პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე ხვალ გახდება ცნობილი.

„შსს-ს განცხადება არანაირად არ არის სარწმუნო, ხვალ გავაკეთებთ განცხადებას მე და ოჯახის წევრები. ხვალ იქნება საბოლოო პოზიცია და რეალური სურათი, იმის თაობაზე, თუ რასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს რამიშვილი.

კითხვაზე, ხომ არ მიჰყავს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული განცხადებით საქმე იმგვარად თითქოს, თამუნა ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობა ჩაიდინა, ადვოკატი აცხადებს: „რა თქმა უნდა, კი, ხვალ იქნება ამაზე საუბარი“.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური ინფორმაცია გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი გაუჩინარების წინა დღეს საკუთარი კომპიუტერიდან გაეცნო ინფორმაციას, "რა მოსდის ფეისბუქ გვერდს გარდაცვალების შემთხვევაში", ერთი თვით ადრე კი ინტერნეტში ეძებდა სტატიებს თვითმკვლელობის გზების შესახებ.

ამასთან შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა