Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალეს, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“

კომპანიებმა Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის პოსტი წაშალეს, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბავშვები კოვიდ 19-ის მიმართ თითქმის იმუნურები არიან“.

Facebook-მა განაცხადა, რომ ტრამპის პოსტი, რომელიც Fox News-სთვის მიცემული ინტერვიუს ნაწილია, „კორონავირუსის შესახებ მავნე დეზინფორმაციას“ შეიცავდა.

Twitter-ის პრესსპიკერმა კი აღნიშნა, რომ ამ პოსტით დონალდ ტრამპი კომპანიის მიერ კოვიდ 19-ის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს არღვევდა.

ცნობისათვის, დილის შოუ Fox and Friends-სთან სატელეფონო საუბრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დროა, სკოლები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნას. „ბავშვები დაავადების მიმართ თითქმის იმუნურები არიან,”- აღნიშნა ტრამპმა. სატელეფონო საუბრის ეს ნაწილი პრეზიდენტმა Facebook-სა და Twitter-ში გამოაქვეყნა.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა