ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. „ოპერატიულ შტაბზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 105 მოქალაქეს ჩაუტარდა, ვირუსი 2 მოქალაქეს დაუდასტურდა,“- აღნიშნულია მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, რეგიონში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 109 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 37 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 კი - გარდაიცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა