ლინას ლინკევიჩუსი - საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 12 წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და მცოცავი ანექსია გრძელდება.

“12 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა წინასწარ განზრახული აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ, რაც, სამწუხაროდ, გაკვეთილი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ამას მოჰყვა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. მცოცავი ანექსია და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება,” - წერს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

„კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ლინკევიჩუსის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 12 წელი გავიდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს