საბა ბუაძე - „ქართული ოცნება“ ექიმების და მედპერსონალის დაპატიმრებით ცდილობს, გააჩუმოს სამედიცინო საზოგადოება

„ქართული ოცნება“ აგრძელებს იერიშს მიტანას ჯანდაცვის სექტორზე და ამჯერად უკვე ექიმების და მედპერსონალის დაპატიმრებით ცდილობს, გააჩუმოს სამედიცინო საზოგადოება , - ამის შესახებ „ლელო საქართველოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა. საბა ბუაძემ შესაბამისი განცხადება ბრიფინგზე გააკეთა, რომელიც ექიმების, ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრებას ეხებოდა. ისინი ექიმების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მედპერსონალის დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ჯანდაცვის სექტორზე იერიში მიიტანა და მედიცინის ყველა მუშაკის ღირსება შელახა.

„ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრება არის მედიცინის ყველა მუშაკის ღირსების შელახვა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. დღეს ეკატერინე ტიკარაძე სათავეში უდგას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციას, რომელმაც 520 დადგენილების მიღებიდან შეუქცევადი ხასიათი შეიძინა. ამ ოპერაციის ნაწილია არა მხოლოდ სამედიცინო სექტორის ფინანსური შევიწროება, არამედ ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელსაც სრულიად სამედიცინო საზოგადოება ეწინააღმდეგება. უკანასკნელ თვეებში, საქართველო გაუმკლავდა პანდემიას სწორედ ექიმების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ხოლო "ქართული ოცნება", მადლიერების ნაცვლად, ექიმების დაშინებით და დაპატიმრებით არის დაკავებული,“ - განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქმეში არაჯანსაღ ჩარევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება 2019 წლის მარტში დაიწყო, ხოლო ყიფიანი და ლობჟანიძე სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დააპატიმრეს, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს წარმოშობს.

„გიორგი ლობჟანიძე ორსული მეუღლის და ოჯახის თანდასწრებით, შეიარაღებულმა სპეცრაზმი დააპატიმრა, რაც ნათლად წარმოაჩენს "ქართული ოცნების" ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას ექიმების მიმართ. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ექიმების დევნა და შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება ვახტანგ ყიფიანის მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ ეკატერინე ტიკარაძეს, დააფიქსიროს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, - აცხადებს ბუაძე.

ბრიფინგის მსვლელობისას ექიმების დაპატიმრების საქმეს შეეხო „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილიც და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის სამედიცინო პერსონალის ღირსების შელახვა.

„ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ის ფორმა, რა ფორმითაც იქნენ ექიმები დაპატიმრებულნი. სამწუხაროდ, ის რთავს იმ შიშის მანქანას, რომლითაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში გეგმავს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ორივე დაკავებულს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება, რადგან ეს არის მთელი სამედიცინო საზოგადოების ღირსების საკითხი," - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა