თამარ ბაჩალიაშვილის ძმა - არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ

თამუნა ბაჩალიაშვილის ძმის, გიორგი ბაჩალიაშვილის თქმით, არც მას და არც მის დას მშობლების ყურადღება და სიყვარული არ აკლდათ.

„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს და არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი ოჯახის, მამაჩემის და დედაჩემის ღირსების შელახვით. ჩემ დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია. არ დავუშვებ მამაჩემის ღირსება შელახონ. წარმოდგენაც არ მაქვს ეს რაში სჭირდებათ. მე უბრალოდ, მინდა ფარდა აეხადოს, ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი, ვცდილობდი ჩემი და მეგლოვა“, - განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს