შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია და ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ახალქალაქში ვითარება სტაბილურია, ადგილზე პოლიციის მაქსიმალური ძალებია მობილიზებული, რომლებიც შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებენ, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება.

"გუშინ, ახალქალაქში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1983 წელს დაბადებულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ მოკლა 1993 წელს დაბადებული პირი. მკვლელობის შემდგომ დაპირისპირება გადაიზარდა ჯგუფურ ძალადობაში, რასაც შედეგად მოჰყვა კერძო საკუთრების დაზიანება.

ამავე საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე, ტარდება ოპერატიული ღონისძიებები იმ პირების დადგენის მიზნით, ვინც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობდნენ. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ვითარება სტაბილურია, პოლიციის მაქსიმალური ძალები არის მობილიზებული, რომლებიც ახორციელებენ შესაბამის პრევენციულ ღონისძიებებს, რათა დაცული იქნას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება", - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ ახალქალაქში მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე პირია დაშავებული და ამ მიმართულებითაც გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პირველი კომენტარი ახალქალაქში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს