ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი დააკავეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში ახრა ავიძბა საკონტროლო გამშვებ პუნქტ „ფსოუზე“ ე.წ. აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე დააკავეს. „ტასს“-ის ინფორმაციით, დაკავება დაკავშირებულია შეზღუდვასთან, რომელიც მის ფულად დავალიანებას ეხება.

სააგენტოს ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ 7 აგვისტოს ავტომანქანა, რომლის საჭესთან ავიძბა იმყოფებოდა, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტის ჭიშკარს დაეჯახა.

კრასნოდარის მხარის სასამართლო აღმასრულებელი ფედერალური სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავიძბას გააჩნია 300 ათასი რუბლის ოდენობის დავალიანება ჯარიმის სახით, ხოლო გადასახადების რაოდენობა, რომელიც მას უნდა დაეფარა, 600 ათას რუბლს შეადგენს. მათივე ცნობით, ამის გამო, მისთვის დაწესებულია შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა