"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ოფისს საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი ესტუმრა

"საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ინფორმაციით, დღეს საზოგადოების სათავო ოფისს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ესტუმრა.

„შეხვედრას "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა" ნათია ლოლაძემ, გენერალურმა მდივანმა ნინო ოსეფაიშვილმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევამ უმასპინძლეს.

საფრანგეთის ელჩი "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" ძირითად საქმიანობებსა და COVID-19-ზე რეაგირების აქტივობებს გაეცნო. შეხვედრისას მხარეებმა ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები",-აღნიშნულია "საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა