ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 111 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 5 პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 148 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 50 პაციენტი კი განიკურნა.