ეკატერინე ტიკარაძე რუსულ ვაქცინაზე - ჯერ დაველოდებით ამ კვლევის მონაცემებს და შემდეგ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელსაც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნიან, გამყარებული იყოს კვლევებით. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა რუსეთში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

მინისტრის თქმით, საქართველო დაელოდება კვლევების მონაცემებს და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

„მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი პრეპარატი, იქნება ეს მედიკამენტი თუ ვაქცინა, იყოს გამყარებული საჭირო კვლევებით და ჩვენ ჯერ დაველოდებით ამ კვლევის მონაცემებს და შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია