ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.
აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ვირუსზე კვლევა 131 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 7 პირს კორონავირუსი აღმოაჩნდა.
საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 155 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 51 პაციენტი კი განიკურნა.