„თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის ინფორმაციით, დიდუბეში  აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია

ტექნიკური და კომერციულ უზრუნველყოფის საკითხებში „თბილისი ენერჯის“ დირექტორის ედიშერ ხორავას განცხადებით, დიდუბეში მომხდარი აფეთქება, სავარაუდოდ, უყურადღებოდ დატოვებული გაზის ონკანის გამო ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.

როგორც ხორავამ ჟურნალისტებს განუცხადა, ფართში, სადაც აფეთქება მოხდა, ბუნებრივი გაზის ქსელი დარღვევებითაა მოწყობილი. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჯარიმა გათვალისწინებული არაა, თუმცა, მეპატრონეს ბუნებრივი აირის მიწოდება, დარღვევების გამოსწორებამდე, სავარაუდოდ, შეუწყდება.

„სავარაუდოდ, რაც პირველადი დათვალიერებისას ირკვევა, უყურადღებოდ იყო დატოვებული გაზის ონკანი. სავარაუდოდ, ამან გამოიწვია ბუნებრივი გაზის დაგროვება და შემდეგ აფეთქება.

ასევე, ერთი შეხედვით რაც ჩანს, აღნიშნულ ფართში ქსელი მოწყობილია მთელი რიგი დარღვევებით თვითნებურად, რამაც, ასევე, შესაძლოა, გამოიწვია აღნიშნული შემთხვევა“,- განაცხადა ხორავამ.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაახლოებით ათი შემთხვევა იყო, როდესაც საცხოვრებელი კორპუსები აფეთქებას გადაურჩა. ხორავა ბუნებრივი აირის მომხმარებლებს მოუწოდებს, გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში უყურადღებოდ არ დატოვონ.

ცნობისთვის, თბილისში, ტრანსპორტის ქუჩაზე მდებარე საცხობთან მდებარე ფართში აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა