ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმი ავრცელებს.

აფხაზეთის ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ვირუსზე კვლევა 235 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დაინფიცირების 26 შემთხვევა გამოვლინდა.

საოკუპაციო რეჟიმის მონაცემებით, აფხაზეთში სულ კორონავირუსის 182 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს 3 ადამიანი ემსხვერპლა, 66 პაციენტი კი განიკურნა.

ვიქტორ ყიფიანი - გარე პროცესების გავლენათა მართვა ყველა ჩვენგანის თანამონაწილეობას და საზიარო პასუხისმგებლობას მოითხოვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2020
კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია